ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრაში, სპეციალობაში - კარდიოლოგია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ


1.     პირადობის მოწმობის ასლი;

2.    უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომის ასლი;

3.    ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;

4.    რეზიუმე (CV) ფოტოსურათით.

 

2019 წლის  4 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - cvs@jamc.ge ან nshalamberidze@jamc.ge

ტელ: 252 01 17   (კადრები, კანცელარია)

222 22 11

რეზიდენტურის პროგრამა

12 აპრილს ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა მოხსენება თემებზე:

ქრონიკული ვენური დაავადების მართვა.

მომხსენებელი - ჯო ენის კონსულტანტი ანგიოლოგი თეა მუხურაძე

სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების სიხშირე და რისკ-ფაქტორები პოსტკარდიოქირურგიულ პერიოდში.

მომხსენებელი - ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი - მაია კაშია.

მოხსენებას დაესწრო ჯო ენის ცენტრის სამედიცინო პერსონალი.

სამედიცინო მოხსენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი სამედიცინო განათლება;

·          დიპლომისშემდგომი განათლება: სახელმწიფო სერთიფიკატი ან/ კარდიო-რევმატოლოგიაში /ან პედიატრიაში /ან კარდიოლოგიაში.

·         აუცილებელია ინგლისური  ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა

·         სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook)

  ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

1.       სტაციონარული პაციენტების მართვა

2.       სტაციონარში მორიგეობა

 

  პიროვნული უნარ - ჩვევები:

·         მოტივირებული;

·         კომუნიკაბელური;

·         ორგანიზებული;

·         პასუხისმგებლობის გრძნობა

·         საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

·         ფლობდეს გუნდური მუშაობის უნარს;

·         სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019  წლის მარტიდან 18 მარტის ჩათვლით  გამოაგზავნოთ СV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvs@jamc.ge

ა.ა.ი.პ. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე ბავშვთა კარდიოლოგიურ განყოფილებაში

პირველად საქართველოში!


აბლაციის უნიკალური მეთოდი ჯო ენის სამედიცინო ცენტრში

 

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან.

 

დღეს, 31 იანვარს თბილისს Houston Methodist Hospital-ის გულის ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ეწვია. მიგელ ვალდერაბანო ჯო ენის სამედიცინო ცენტრში წინასწარ შერჩეულ პაციენტებს ქართველ კოლეგასთან, არითმოლოგიის სამსახურის უფროსთან, გიორგი პაპიაშვილთან ერთდ ურთულეს ჩარევას ჩაუტარებს.  დაგეგმილია აბლაციის პროცედურები გულის რთულ, ძნელად მისადგომ არეში, სადაც სტანდარტული ენდოკარდიული  და ეპიკარდიული აბლაცია შეუძლებელია.

პროფესორ ვალდერაბანოს მეთოდი საშუალებას იძლევა გულის კორონარული ვენური სისტემიდან მოხდეს 
ჩარევა და გულის კუნთის სიღრმეში მდებარე არითმიის კერების აბლაცია განხორციელდეს.
აღნიშნული მეთოდით აბლაცია საქართველოში პირველად ტარდება.

აბლაციის უნიკალური მეთოდი ჯო ენის სამედიცინო ცენტრში!

.ა.ი.პ. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას

არქივარიუსის პოზიციაზე

სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით 10 სთ-დან 17სთ-მდე;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;

სასურველია მსგვს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;

MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

  პიროვნული უნარ - ჩვევები:

მოტივირებული;

კომუნიკაბელური;

ორგანიზებული;

ფლობდეს გუნდური მუშაობის უნარს;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს.

სწრაფი რეაგირების უნარი;

დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;

დროის მართვის უნარი;

დეტალების მიმართ ყურადღებიანობა:

პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი ვალდებულებები და მოვალეობები:

 

საარქივო მასალის მიღება და არქივში მათი წარმოება;

არქივში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის აღწერა (კატალოგების, მითითებების და სხვა ცნობარების შედგენა);

სამედიცინო დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვა და მათი დაცვა დადგენილი წესის შესაბამისად;

სამედიცინო დაწესებულების განყოფილებებში წარმოებული სამედიცინო დოკუმენტაციის მდგომარეობისა და შენახვის კონტროლი;

სამედიცინო დაწესებულებაში წარმოებადამთავრებული ყველა დოკუმენტური მასალის საარქივოდ მომზადება და დაარქივება

არქივის მასალებზე დაყრდნობით ცნობების, ამონაწერების და ასლების გაცემა, დაარქივებული დოკუმენტაციის მოთხოვნის და გაცემის დადგენილი წესის შესაბამისად;

არქივში დაცული დოკუმენტების გაცემის და მათი დროულად დაბრუნების კონტროლი;

გასანადგურებელი და მაკულატურაში ჩასაბარებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზება დადგენილი წესის შესაბამისად

დადგენილი წესის შესაბამისად დაცული მასალების სახელმწიფო არქივში გადაცემა;

საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019 წლის 28 იანვრიდან 15 თებერვლის  ჩათვლით  გამოაგზავნოთ СV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvs@jamc.ge

ვაკანსია

.ა.ი.პ. ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი

ექიმის  პოზიციაზე  გულის თანდაყოლილი   პათოლოგიების დეპარტამენტის სტაციონარულ სამსახურში

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი სამედიცინო განათლება;

საურველია დიპლომისშემდგომი განათლება: სახელმწიფო სერთიფიკატი ან/ კარდიო-რევმატოლოგიაში /ან პედიატრიაში /ან კარდიოლოგიაში.

აუცილებელია ინგლისური  ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა

სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook)

 

 

  პიროვნული უნარ - ჩვევები:

მოტივირებული;

კომუნიკაბელური;

ორგანიზებული;

პასუხისმგებლობის გრძნობა

საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

ფლობდეს გუნდური მუშაობის უნარს;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2019  წლის 18 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით  გამოაგზავნოთ СV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: liliakapanadze@jamc.ge

ვაკანსია!

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს  ვაკანსიას დოკუმენტაციის ხარისხის მართვის  სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

1.      სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით

2.      სამედიცინო დოკუმენტციის  წaრმოების ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის/პროცედურის გაწერა და შესრულების უზრუნველყოფა;

3.      გამოვლენილი ხარვეზების და საფრთხეების შესწავლა/ანალიზი და რეაგირების კოორდინირება.

4.      სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;

5.      სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

                საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

     

უმაღლესი სამედიცინო განათლება;

იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა:

ა) კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);

ბ) სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;

გ) ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;

დ) MS Office- კარგი ცოდნა.

     

პიროვნული თვისებები:

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;

დროის მართვის უნარი;

ანალიტიკური აზროვნება;

პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: cvs@jamc.ge

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 7/12/2018.

ვაკანსია!

21 - 23 ნოემბერს ჯო ენის სამედიცინო ცენტრს ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „გლობალ ჰილინგი“-ის  პრეზიდენტი ბატონი ჯონ დონელი ეწვია. აღსანიშნავია, რომ  აღნიშნული ორგანიზაცია უკვე 25 წელია ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პარტნიორია, მისი ძალისხმევით საქართველოში  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,  კერძოდ  -  1996 წელს საფუძველი ჩაეყარა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული პროგრამას, რისი დამსახურებაა  ათასობით ბავშვის გადარჩენილი სიცოცხლე.  2000 წლის 18 სექტემბერს დააარსდა საქართველოში პირველი თანამედროვე დასავლური სტანდარტების სისხლის ბანკი.  გლობალ ჰილინგი“ კვლავაც აგრძელებს ჯო ენის სამედიცინო ცენტრის  მხარდაჭერას და ამჯერად, ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა ჯონ დონელიმ ცენტრის ხელმძღვანელობასთან  ახალი ქართულ-ამერიკული სამედიცინო პროექტის    საკითხები განიხილა.

აღნიშნული პროექტი  საქართველოში ბავშვთა ონკოლგიური ცენტრის შექმნას მოიცავს. ცენტრი ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნება. ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრში მკურნალობის ხარისხზე და პერსონალის გადამზადებაზე მუდმივად იზრუნებს ჩვენი პარტნიორი, ცნობილი ამერიკული კლინიკის - St. Jude Children's Research Hospital -ბავშვთა ონკოლოგიის ექსპერტთა ჯგუფი, პროფესორ კარლოს როდრიგეს - გალინდოს (Carlos Rodriguez- Galindo) ხელმძღვანელობით.

უნდა აღინიშნოს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი, "ამერიკული სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის" - USAID -მა აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად  ჯო ენის სამედიცინო ცენტრს გრანტი გამოუყო.

USAID-ის, „გლობალ ჰილინგი“-ს და St. Jude Children's Research Hospital-ის მხარდაჭერილი სამედიცინო პროექტი უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოში. ჯო ენის სამედიცინო ცენტრის 22 წელია ნაყოფიერად  მოღვაწეობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, ყოველივე აქედან გამომდინარე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება! რაც საშუალებას მისცემს პატარა პაციენტებს საქართველოში მიიღონ კიბოს საწინააღმდეგო, მაღალკვალიფიციური მკურნალობა. ეს კი კვლავ ათასობით ბავშვის გადარჩენილი სიცოცხლეა!  

"გლობალ ჰილინგის პრეზიდენტის ვიზიტი ჯო ენის სამედიცინო ცენტრში"

             პროგრამის მიზანი

1.      მოამზადოს თანამედროვე (ევროპული) სტანდარტების სპეციალისტი

2.      დაიცვას პაციენტი არაკვალიფიციური გამოკვლევით მიღებული შედეგებისგან

3.      უზრუნველყოს კვლევის თანამედროვე სტანდარტები, აამაღლოს ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტების პროფესიული იმიჯი და კვალიფიკაცია

4.      მისცეს სპეციალისტს საშუალება ჩაერთოს კომპეტენციის შეფასების და დიპლომისშემდგომი განათლების თანამედროვე ევროპულ სისტემაში

5.      სპეციალისტს შეეძლოს გამოკვლევის ეთიკური მხარე განიხილოს ევროპული რეგულაციების კონტექსტში

 

პროგრამის ამოცანები

 

              პროგრამის ამოცანაა მისი დასრულების შემდეგ სპეციალისტმა შეძლოს:

1.      დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა ტრანსთორაკალურ ექოკარდიოგრაფიაში (TTE)

2.      მოახდინოს აღნიშნული კვლევის ინტერპრეტირება

3.      გასცეს კომპეტენტური დასკვნა მის შესახებ

 

 

 სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა საქართველოს კარდიოლოგთა კოლეგიის      კარდიოვასკულარული არაინვაზიური გამოსახულებითი კვლევების სამუშაო ჯგუფის და    საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ექოკარდიოგრაფიის სამუშაო ჯგუფის მიერ.

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში:

შეთავაზება სერტიფიცირებულ კარდიოლოგებს!

პირველი ნოემბრიდან ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგის ამბულატორიული კონსულტაცია ბინაზე!

მოზრდილ პაციენტებს შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ კარდიოლოგის ამბულატორიული მომსახურებით, მათთვის სასურველ მისამართზე.

ექოკარდიოგრაფია

კარდიოგრამა

ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაცია

სერვისი ხელმისაწვდომია კვირის სამუშაო დღეებში,

დაგვიკავშირდით ნომერზე: 222 22 11

კარდიოლოგის ამბულატორიული კონსულტაცია ბინაზე!

სასიამოვნო სიახლე
გაცნობებთ, რომ 17 ნოემბერს ჯო ენის სამედიცინო ცენტრს კიდევ ერთხელ ეწვევა საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური ქირურგიის 

ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიური ქირურგიის 

ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი  მეთე დურენი.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ კონსულტაცია მსოფლიოში წამყვან ენდოკრინოლოგ-ქირურგთან.

მიღებაზე ჩასაწერად დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 

  0322 22 22 11
+995 557 00 13 03

მეთე დურენის ვიზიტი ჯო ენის ცენტრში

15  სექტემბერს ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა 22 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ცენტრს სტუმრობდნენ უცხოელი კოლეგები, რომელთან ერთადაც დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი საინტერესო ღონისძიება. მათ შორის „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ჯო ენის სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო კონგრესი თემებზე:

"
სრული ატრიოვენტრიკულური ძგიდის დეფექტი - ისტორია,დიაგნოზი და მკურნალობა" მომხსენებელი გახლდათ პროფესორი,მედიცინის დოქტორი ბ-ნი ვლადმიერ ალექსი -მესხიშვილი.

 

თემას - "ოზაკის ოპერაცია პედიატრიულ პაციენტებში" მოახსენებდა მედიცინის დოქტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალის გულის სარქვლის თანდაყოლილი მანკის ცენტრის დირექტორი, ბ-ნი კრისტოფერ ბერდი.

 

"აორტის სარქვლის შემანარჩუნებელი ოპერაციები "სახელოს" მეთოდის გამოყენებით აორტის ბოლქვის ექტაზიის დროს - ადრეული და შუალედური შედეგები",  მომხსენებელი - მედიცინის დოქტორი, გულ-სისხლძარღვთა განყოფილების ხელმძღვანელი, ბ-ნი ამანდო გამბა.

ჯო ენი 22 წლისაა

29 სექტემბერი გულის საერთაშორისო დღეა.  ჯო ენის სამედიცინო ცენტრი განაგრძობს თქვენზე ზრუნვას და გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც 29 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენ შეძლებთ ისარგებლოდ უფასო კონსულტაციით ცენტრის მაღალკვალიფიციურ კარდიოლოგებთან. 

აქციის ფარგლებში თქვენ გადაიხდით მხოლოდ კარდიოგრაფიისა და ექოსკოპიის საფასურს - 75 ლარს, ნაცვლად 135 ლარისა. 

აქციაში ჩასართავად საჭიროა განეკუთვნებოდეთ მოზრდილთა კატეგორიას და აქამდე არ გქონდეთ მიღებული ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული მომსახურება.

წინასწარი რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 222 22 11



გულის საერთაშორისო დღე

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი პაპიაშვილი ევროპის გულის რიტმის ასოციაციის (EHRA-European Heart Rhythm Association) ნაციონალური ასოციაციების კომიტეტის წევრად მიიწვიეს. ის საქართველოდან პირველი წარმომადგენელია EHRA-ის აღმასრულებელი ბორდის ერთ-ერთ კომიტეტში.

გიორგი პაპიაშვილი

ჯო ენის სამედიცინო ცენტრში დასრულდა სარეზიდენტო პროგრამისთვის კადრების მიღება კარდიოქირურგიასა და კარდიორევმატოლოგიაში.
სამომავლოდ იგეგმება სარეზიდენტო პროგრამა კარდიოლოგიის მიმართულებით.
ინფორმაცია დაიდება ჩვენს საიტზე და ასევე ფბ. გვერძე სექტემბრის მეორე ნახევარში.

რეზიდენტურა

ჯო ენის სამედიცინო ცენტრი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამებში შემდეგ სპეციალობებში:
კარდიოქირურგია (2 ადგილი);
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია (2 ადგილი).
სწავლის ხანგრძლივობა კარდიოქირურგიისათვის განსაზღვრულია 5 წელი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგიაში 3 წელი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და მითითებულ საბუთებთან ერთად ელექტრონულად გადმოაგზავნონ 2018 წლის 5აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: 
ngvarjaladze@jamc.ge


https://drive.google.com/open?id=114vX1uJFjA4aJj53brH61zTxS_FzqNm3



სწავლის ღირებულება შეადგენს წელიწადში 3000 ლარს.

ტელ: 222 22 11

რეზიდენტურის პროგრამები

ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ოთხ დღიანი სამედიცინო კონფერენცია დასრულდა. 

5 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით ცენტრის სპეციალისტებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლეს და მათთან სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე განხილული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
1. ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა - მომხსენებელი ეთერ მარგალიტაძე
2. რატომ და როდის გვჭირდება ულტრაბგერითი კვლევა ნეონატალურ და პედიატრიულ პაციენტებში? - მომხსენებელი ელენე გოცირიძე.
3. გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკა ბავშვთა ასაკში - მომხსენებლები ეკტერინე კაპანაძე და ლილია კაპანაძე
4. რატომ გვჭირდება ნაყოფის ექოკარდიოგრაფიული კვლევა? - მომხსენებელი გიორგი თოდრია
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. 
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის ყველა სტუმარს და მოვალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძებას პირდება. 
გაიგეთ მეტი:


https://www.facebook.com/JAMC.GE/videos/2007023852649144/

ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა პედიატრებსა და ნეონატოლოგებს უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჯო ენის სამედიცინო ცენტრიც შეუერთდა.
ჩვენს პატარა პაციენტებს საჩუქრად საბავშვო კვებისა და ჰიგიენის საშუალებები და სათამაშოები გადაეცათ.
პატარებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ცენტრში მოწყობილი სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო სივრცით.

1 ივნისი ჯო ენის სამედიცინო ცენტრში

26 მაისს ჯო ენის სამედიცინო ცენტრს წელს უკვე მეორედ, 

საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური ქირურგიის 

ასოციაციის 

დირექტორთა საბჭოს წევრი, ევროპის ენდოკრინოლოგიური ქირურგიის 

ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი მეთე დურენი ეწვა.

ცენტრის პაციენტებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ უნიკალური

 შესაძლებლობით და კონსულტაცია გაეარათ 

მსოფლიოში ცნობილ ენდოკრინოლოგ-ქირურგთან.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრს მსოფლიოში ცნობილი ენდოკრინოლოგ-ქირურგი ეწვია

ჯო ენის სამდიცინო ცენტრში , გაიმართა კონფერენცია თემებზე:

·             ანტენატალურ პერიოდში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სკრინინგი

·             ნაყოფის არითმიები

·             ორსულთა არითმიები.

აღნიშნული კონფერენცია ემსახურებოდა მეან-გინეკოლოგებისა და რადიოლოგების ინფორმირებას, ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებისა და სიცოხლის უნარიანობის გაზრდის შესახებ,  გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის, ისევე  რეგიონების ექიმებმა.

სამუშაო კონფერენცია გაგრძელდა 4 დღე. (24,25,26 და 27 ოქტომბერს)

კონფერენციის ბოლოს ექიმებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნული ღონისძიება იყო პირველი, რაც მიიღებს მუდმივ ხასიათს.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრმა 4 დღიან კონფერენციას უმასპინძლა