ჯო ენის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის არითმიის დიაგნოსტიკას და მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით.

ცენტრი აღჭურვილია არითმიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს შემდეგი სახის ჩარევები:



·         ელექტროკარდიოგრამა

·         ჰოლტერის 24 სთ-იანი მონიტორინგი

·         ელექტროფიზიოლოგიური კვლევა

·         კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია

·         კათეტერული კრიოაბლაცია

·         კათეტერული ფაზური რადიოსიხშირული აბლაცია

·         გულის მუდმივი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია

·         ჰისის კონის პერმანენტული პეისმეიკერის იმპლანტაცია

·         კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია

·         გულის რესინქრონიზატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია

·         კანქვეშა მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია



არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი პაპიაშვილი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი არითმოლოგის, ჯოზეფ ბრუგადას მოსწავლე