ჯო ენის  სამედიცინო ცენტრის სისხლის ბანკი გაიხსნა 2000 წელს. იგი შეიქმნა ამერიკის ჯანდაცვის საერთაშორისო კავშირის (AIHA) პარტნიორული პროგრამის - „თბილისი - სან ფრანცისკოს“ ფარგლებში. ჩვენი შტატი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალისგან, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს თრეინინგები ამერიკის და ევროპის წამყვან სისხლის ბანკებში.

დონორული სისხლისგან მზადდება ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა და თრომბოციტული მასა. ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია კრიოპრეციპიტატის დამზადება.

2013 წლიდან სისხლის ბანკი აწარმოებს დონორული თრომბოციტაფერეზისა და პლაზმაფერეზის პროცედურებს. ამ პროცედურების დროს, სპეციალური აპარატის საშუალებით (Haemonetics MC+) დონორისაგან ხდება არა მთლიანი სისხლის, არამედ მხოლოდ კონკრეტული კომპონენტების აღება.

დონორული სისხლი მოწმდება ოთხ ინფექციურ მარკერზე: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი 1, 2 (HIV 1+2); C ჰეპატიტის ვირუსი (HCV); B ჰეპატიტის ვირუსი (HBsAg) და სიფილისი. ამ მარკერების დეტექციისათვის გამოიყენება უახლესი ავტომატური ანალიზატორი Abbott Architect.

სისხლის კომპონენტების წარმოების ყველა ეტაპზე გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ერთჯერადი მასალა, ხოლო ყველა სამუშაო პროცესისთვის - უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა. 

 

„ჯო ენის“ სისხლის ბანკი  დღეისათვის ერთადერთია საქართველოში, სადაც სისხლის აღება ხდება მხოლოდ უანგარო დონორებისგან. დონორების მიღება წარმოებს 24 საათის განმავლობაში, როგორც სამუშაო, ასევე უქმე დღეებში.

სისხლის გაცემა ხდება 24 საათის განმავლობაში. გვაქვს მიწოდების სერვისიც.

სისხლის ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(+995 32) 254 06 67;

(+995 32) 254 06 70;

(+995) 577 55 95 70;