ჯო ენის  სამედიცინო ცენტრის მოზრდილთა კარდიოლოგიური განყოფილება გაიხსნა 2002 წელს. საქართველოში, კარდიოქირურგიის განვითარებამ წარმოქმნა თერაპიული და ქირურგიული კარდიოლოგიის ერთ სივრცეში, ჰარმონიულად განვითარების მოთხოვნილება. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობდა ჯო ენის ცენტრის მოზედილთა კარდიოლოგიის სამსახური, რომელიც ეტაპობრივდ  მოიცავდა კარდიოლოგიის ყველა მიმართულებას. ახალმა მიდგომამ ხელი შეუწყო საქართველოში სრულიად ახალი ტიპის კარდიოლოგიური სერვისის ჩამოყალიბებას, რომლის ძირითადი პრინციპებია:

I.                    პაციენტის ინტერესების დაცვა, მკურნალობის უსაფრთხოება, სტატისტიკურ კვლევებზე დაფუძნებული მაქსიმალურად გარანტირებული მკურნალობის შედეგი;

II.                 ორიენტაცია თანამედროვე დასავლურ მედიცინაზე,  სადაც პრიორიტეტულია აპრობირებული სტანდარტები და პროტოკოლები და არა პირადი დამოკიდებულება. რომელიც, ხშირად სუბიექტურია და ემყარება შეზღუდული მოცულობის მონაცემებს. შესაბამისად გამოკვლევების სქემა და მკურნალობის პროცესი მკაცრად ორგანიზებულია და მთლიანად აწყობილია ამერიკის და ევროპის გულის ასოციაციების მიერ რეკომენდირებულ სქემებზე, გაიდლაინებზე;

III.               ცენტრის  ექიმებს, ექთნების მუდმივი განათლება, სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპისა და ა.შ.შ-ს წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში;

IV.              პაციენტის სრული ჩართულობა მისი მკურნალობის პროცესში. ინფორმირებულობა მის დიაგნოზზე, დაგეგმილ სადიაგნოსტიკო, სამკურნალო ღონისძიებებზე, შესაძლო რისკებსა და გართულებეზე.  ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი კარდიოლოგიური სამსახური საქართველოში, რომელიც ამ ოთხი ძირითადი პრინციპის დაცვით მუშაობს, თანამედროვე წამყვანი დასავლური კლინიკების სტილის შესაბამისად.

ჯო ენის სამედიცინო  ცენტრს დასაბუთებულად აქვს საქართველოში და მიმდებარე რეგიონში:

 I. სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები და ყველაზე ხანმოკლე  სტაციონარში ყოფნის პერიოდი;

II. მკურნალობის ხარისხის  გამარტივებული კონტროლის შესაძლებლობა, როგორც პაციენტისათვის ასევე სადაზღვევო კომპანიებისათვის;

III.  განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის და ამბულატორიული მიმართვების აუცილებლობის დაბალი მაჩვენებელი;

კლინიკის სპეციალისტები ჩართულნი არიან უცხოეთის სამედიცინო ცენტრების სამეცნიერო სამუშაოში. მათთვის ხელმისაწვდომია აქტუალური და თემატური პერიოდული ნაბეჭდი გამოცემები და ინტერნეტ რესურსები. მათი აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ცენტრის ბაზაზე ზოგადი პრაქტიკის, ენდოკრინოლოგიური და პულმონარული პაციენტების წარმატებული მკურნალობა.

საქართველოს სამედიცინო სისტემის ევროპულ და დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ექიმები აქტიურად თანამშრომლობენ  საქართველოს კარდიოლოგთა გაერთიანებებში და ასოციაციებში, სადაც ხდება დარგის განვითარებისთვის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პროექტების მომზადება და სრულყოფა.