კათეტერიზაცია გულსისხლძარღვთა შეძენილი პათოლოგიების დროს

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტებს შევთავაზოთ  კორონარული არტერიების დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ფართო სპექტრი.  ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახური ფუნქციონირებს 24/7 რეჟიმში.

პროცედურები ტარდება მსოფლიოს მოწინავე კომპანიების მიერ წარმოებული მასალებით. გამოიყენება როგორც უწამლო, წამლით დაფარული და უახლესი თაობის გაწოვადი მეტალის სტენტები. ინტერვენციული კარდიოლოგები იური ფხაკაძე და ლაშა ჩანტლაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე დამხმარე პერსონალთან ერთად ატარებენ პროცედურებს თანამედროვე საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვით. წარმატებით მუშაობენ მრავალსისხლძარღვოვან და რთულ კორონარულ შემთხვევზე, რაზეც მეტყველებს ჩატარებული ინტერვენციების სტატისტიკურად მაღალი წარმატებული შედეგები.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ გვაძლევს საშუალებას უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანად გავზარდოთ ტრანსკათეტერული ჩარევების სპექტრი და ფეხი ავუწყოთ დასავლურ ინტერევნციულ კარდიოვასკულურ მედიცინას.



კათეტერიზაცია გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროს

კათეტერიზაციის პირველი პროცედურა ჯო ენის სამედიცინო ცენტრში 1999 წელს ჩატარდა. გულის  კვლევა და მკურნალობა ენდოვასკულური კათეტერიზაციის  მეთოდით მნიშვნელოვანი მიღწევაა კარდიოლოგიაში. ამ პროცედურით შესაძლებელი გახდა გულის გარკვეული მანკების არა ღიაქირურგიული გზით მკურნალობა. მანკის კორექცია ხდება ბარძაყის ან  სხვა სისხლძარღვებიდან კათეტერის და გარკვეული სამედიცინო ხელსაწყოების მეშვეობით. კათეტერიზაციამ შესაძლებელი გახადა შევიწროვებული სისხლძარღვის გაფართოება, ხვრელის ან ისეთი სისხლძარღვის დახურვა, რომლის არსებობაც სახიფათო და არასასურველია პაციენტისთვის. ამ პროცედურის ჩასატარებლად, პაციენტს, როგორც წესი, ცენტრში მხოლოდ 2 დღის გატარება უწევს. ზოგ შემთხვევაში, რთული მანკის არსებობის დროს, კათეტერიზაცია დამატებით გამოკვლევის შესაძლებლობას წარმოადგენს. რიგ შემთხვევებში, როდესაც  ექოსკოპიურად მანკის დათვალიერება  სრულად  ვერ ხერხდება,  ექიმი კათეტერიზაციის  საშუალებით დამატებით ინფორმაციას იღებს გულისა  და სისხლძარღვების  აგებულებისა და  წნევის შესახებ, რაც ადეკვატური მკურნალობის მეთოდების ზუსტად შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. ცენტრში გულის თანდაყოლილი მანკების კათეტერიზაციის პროცედურებს დარგის პიონერი და წამყვანი სპეციალისტი, ბატონი ვახტანგ ხელაშვილი ხელმძღვანელობს.