ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორია  ფუნქციონირებს 1996 წლიდან. იგი მდებარეობს ცენტრის ტერიტორიაზე და ემსახურება პაციენტებს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.  მომსახურებით სარგებლობენ როგორც ცენტრის პაციენტები, ასევე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურს  ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევები ჩვენს ლაბორატორიაში.  ასევე ვთანამშრომლობთ პარტნიორ დაწესებულებებთან.

 კლინიკაში ფუნქციონირებს მოძრავი ლაბორატორია.  ჩვენ მოგემსახურებით თქვენთვის სასურველ მისამართზე, ნებისმიერ დროს 24 სთ-ის განმავლობაში. 

ბინაზე მომსახურება თბილისის მასშტაბით უფასოა - იხდით მხოლოდ კვლევის საფასურს!

ხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, ზუსტად შეფასდეს ესა თუ ის  პრობლემა და დროულად  დაინიშნოს სწორი მკურნალობა.

ჯო ენის ლაბორატორია, ისევე როგორც, ზოგადად ჯო ენის კლინიკა, ზრუნავს მომხმარებელს სწრაფად მიაწოდოს  მაღალხარისხიანი პროდუქტი (ჩვენთან ანალიზის პასუხის მიღება შეგიძლიათ რამოდენიმე საათში, როგორც ადგილზე მოსვლით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

კვალიფიცირებული პერსონალი, თანამედროვე აპარატურა და მაღალხარისხიანი რეაგენტები, ასევე  მასალის აღების,  ტრანსპორტირების (საჭიროების შემთხვევაში) და დამუშავების,  ყველა წესის უმკაცრესად დაცვა, არის  ანალიზის მაღალი ხარისხის გარანტი.

ლაბორატორია  რეგულარულად აწარმოებს, როგორც შიდა (ყოველდღიურად), ასევე გარე (ყოველთვიურად)(RANDOX, INSTANT, LABQUALITY) ხარისხის კონტროლს,  რაც დასტურდება არსებული სერთიფიკატებით.


 ჯო ენის ლაბორატორიაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ  შემდეგი კვლევები:

o   ზოგადკლინიკური და ჰემატოლოგიური

o   კლინიკური ბიოქიმია

o   კოაგულოლოგია

o   იმუნოლოგია

o   სეროლოგია

o   ბაქტერიოლოგია

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

(+995 32) 254 00 20

(+995) 577 54 77 50

(+995) 577 54 77 51

(+995) 577 54 77 52

(+995) 577 54 77 04