2018 წლიდან ჯო ენის სამედიცინო
ცენტრში დაიწყო ფუნქციონირება პედიატრიულმა კაბინეტმა. თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტი.
პედიატრიული სამსახური ახორციელებს 0-18 წლის ასაკის პაციენტის გეგმიურ ამბულატორიულ სერვისს, უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ, მენტალურ და ემოციურ განვითარებაზე მეთვალყურეობას.
პედიატრიული მომსახურება ჯო
ენის სამედიცინო ცენტრში წარმოდგენილია:
პედიატრის ამბულატორიული კონსულტაციით;
ბავშვთა და მოზარდთა განვითარებასა და
ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობით;
დაავადების შემთხვევაში პაციენტის შეფასება, გამოკვლევა და
მკურნალობა;
ვიწრო სპეციალისტთან კოორდინირება;
კარდიოლოგიური პაციენტის პრეოპერაციული მომზადება;
საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა ჯანსაღი კვების ხელშეწყობის მიზნით;
საგანმანათლებლო მუშაობა მშობლებთან ბავშვთა და
მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
ადეკვატური და
ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
ჯო ენის
სამედიცინო ცენტრში შექმნილია ბავშვისადმი კეთილგანწყობილი გარემო და
მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის.
პედიატრთან კონსულტაციისა და
ვიზიტისთვის დარეკეთ წინასწარ: 0322 22 22 11