ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრში თორაკალური ქირურგიის სამსახური 2007 წელს შეიქმნა. მისი გახსნა განაპირობა იმ პაციენტთა მკურნალობის პრობლემებმა, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის შერწყმული დაავადებები, რის გამოც მათი მკურნალობა მონოპროფილურ თორაკალურ სტაციონარებში წარმოადგენს დიდ პრობლემას. ჩვენი კლინიკის აღჭურვა და მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, განხორციელდეს ნებისმიერი რეკონსტრუქციული ქირურგიული ჩარევა ტრაქეასა და ბრონქებზე, ფილტვშიდა და ფილტვსგარეთა სისხლძარღვებზე, აგრეთვე ფილტვებზე. საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობებს.


ჩვენს მიერ წარმატებით არის ჩატარებული ისეთი ჩარევები, როგორიცაა გულის სარქვლების პროთეზირება ერთდროული პლევრექტომიითა და ფილტვის კომბინირებული რეზექციით, ფილტვის მალფორმაცია/ ფილტვშიდა არტერიოვენური შუნტი/, გულმკერდის ყაფაზის კორექცია და სხვა ქირურგიული ჩარევები იშვიათი პათოლოგიების დროს.


ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის თორაკალური ქირურგიის სამსახურის სამომავლო პრიორიტეტს წარმოადგენს ცოცხალი დონორებიდან ფილტვების სეკვენციური, წილოვანი ტრანსპლანტაციის მეთოდიკის შესწავლა და დანერგვა, რაც საშუალებას მოგვცემს მნიშვნელოვნად გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ფილტვის ჰიპერტენზიით, ფილტვის ფიბრო–კისტოზითა /მუკოვისციდოზი/ და ფილტვის შორსწასული ემფიზემით დაავადებულ პაციენტებისთვის.