ბავშვთა გულის ქირურგიის მნიშვნელოვან ნაწილს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა წარმოადგენს. გულის თანდაყოლილი მანკი (გთმ) საშუალოდ ცოცხლადშობილთა ერთი პროცენტის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკით ყოველწლიურად საშუალოდ 600 ბავშვი იბადება. ქვეყნის მასშტაბით გულის თანდაყოლილი მანკის იაგნოსტირება ძირითადად სამშობიაროსა და პედიატრის მიერ გეგმიური გასინჯვებისას ხდება. სულ უფრო მზარდია იმ პაციენტთა რაოდენობა, რომელთაც დაბადებამდე დაუდგინდათ გთმ.  ასეთი პათოლოგიით დაბადებული პატარების დაახლოებით 40% გულზე არსებული პრობლემის გამო სიცოცხლის პირველივე დღეებში იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში. პაციენტთა დაახლოებით 70% საჭიროებს მანკის მკურნალობას სიცოცხლის პირველ წელს.

ჯო ენის  სამედიცინო ცენტრი არის ქვეყნის მასშტაბით ამ დარგის პიონერი და ფუძემდებელი.  მისი პერსონალი  სპეციალურად მომზადებული იმისთვის, რომ მოახდინოს გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ნაყოფის, ახალშობილის, ჩვილის, მოზარდის და მოზრდილის დროული დიაგნოსტირება და თანამედროვე მკურნალობა. ყველა ჩვენი ექიმი სრულყოფილად ფლობს გულის თანდაყოლილი მანკის კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველა მეთოდს. (ნაყოფის ექოკარდიოგრაფია, ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფიული კვლევა). სწორედ ამიტომ,  პაციენტთა უმეტესობა დიაგნოსტიკის მიზნით აღარ საჭიროებს ინვაზიური მეთოდი ანგიოკარდიოგრაფიის ჩატარებას.

 საჭიროების შემთხვევაში უმაღლესი კვალიფიკაციის ინვაზიური კარდიოლოგიის სპეციალისტები ზოგიერთ გულის თანდაყოლილ მანკს რადიკალური ოპერაციის გარეშე მკურნალობენ.  ასე მაგალითად, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია უმრავლესი ღია არტერიული სადინრის (ბოტალის სადინრის) და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის, ზოგიერთი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის  მცირე ინვაზიური მეთოდით  დახურვა. ამასთან  ჩვენი კარდიოლოგები მკურნალობენ სხვადასხვა მიზეზით შევიწროვებულ გულის სარქველებს და სისხლძარღვებს (ბალონური ვალვულოპლასტიკა და სისხლძარღვთა ბალონირება).  ყველა ეს პროცედურა ხორციელდება კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, სპეციალური კათეტერების ფეხის ან ხელის ვენიდან, არტერიიდან  შეყვანის და რადიოლოგიური ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

 გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ახალშობილი ან მოზარდი სასწრაფო ღია ოპერაციის საჭიროების შემთხვევაშიცენტრის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ქირურგიული სერვისების სრული სპექტრის  დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც დღენაკლი, დაბალი წონის ახალშობილებში, ისე მოზრდილებში.  ცენტრი იყენებს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიაში არსებულ  უახლეს მიდგომებს, ოპერაციულ ტექნიკას, ტექნოლოგიებს და მასალებს. ექიმების კვალიფიკაციასთან  ერთად , ეს ქმნის პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მაქსიმალურად ეფექტური სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაა ჯო ენის სამედიცინო ცენტრის გთმ პათოლოგიების სამედიცინო სტატისტიკა - პაციენტთა გადარჩენის, წარმატებული ოპერაციების და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გამოჯანმრთელების, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობებსების მაჩვენებლები არანაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან, აღიარებულ, ლიდერ სამედიცინო დაწესებულებებში.