ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პერფუზიის სამსახური  წარმოადგენს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ნაწილს. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს პაციენტის სისხლის ხელოვნურ მიმოქცევას, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის, ექსტრაკორპორული მემბრანის და მაგისტრალთა ნაკრების მეშვეობით.

ოპერაციის მსვლელობისას  ინარჩუნებს პაციენტის: სტაბილურ მდგომარეობას ჰემოდინამიკურად, ტემპერატურას, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ნორმალურ მაჩვენებლებს. ახდენს სისხლის ადეკვატურ ოქსიგენაციას და ორგანოთა პერფუზიას, საჭიროებისამებრ,  გულის გაჩერებას კარდიოპლეგიის მეშვეობით,  მოდიფიცირებულ თუ კონვენციურ ულტრაფილტრაციას.

პერფუზიის სამსახურის წევრები ასევე წარმოადგენენ ECMO - ს( ექსტრაკორპორული მემბრანის ოქსიგენაცია) გუნდს, რომელიც მზადაა ეკმო-ს სერვისის გასახორციელებლად.