დაიშვებიან თუ არა მცირეწლოვანი ბავშვები პაციენტის მოსანახულებლად?
არა. პაციენტის მოსანახულებლად მცირეწლოვანი ბავშვები არ დაიშვებიან როგორც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ასევე პალატებში.
ვინ დაიშვება პაციენტის მოსანახულებლად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში?
ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაიშვებიან მშობლები, ხოლო მოზრდილთაში - ოჯახის წევრები (მხოლოდ ერთი ადამიანი).
როდის შემიძლია ვნახო პალატაში გადმოყვანილი პაციენტი?
პალატაში პაციენტის მონახულების საათებია: 13-დან 14 სთ-მდე და 18-დან 19სთ-მდე.
როდის შემიძლია ვნახო პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში?
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ნახვის საათებია 12-დან 13 სთ-მდე და 18-დან 20 სთ-მდე.
რომელ საათებში მუშაობს ამბულატორია?
ამბულატორიაში მიღების საათებია 9-დან 17 -მდე.
რომელ საათებში შემიძლია პაციენტის ჩაწერა?
პაციენტის ჩასაწერად დარეკეთ 9-დან 17 სთ-მდე შემდეგ ნომერზე: 222 22 11
რა ღირს ენდოკრინოლოგის კონსულტაცია?
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ღირს 60 ლარი.
რა ღირს ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია?
ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია ღირს 50 ლარი.
რა ღირს გინეკოლოგის კონსულტაცია?
გინეკოლოგის პირველადი კონსულტაცია ღირს 50 ლარი, ხოლო განმეორებითი - 30 ლარი.
რა ღირს პედიატრის კონსულტაცია?
პედიატრის კონსულტაცია ღირს 50 ლარი
როდის შემიძლია გამოვიძახო ლაბორატორია სახლში?
ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორია მოგემსახურებათ კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.
შემიძლია თუ არა ჩაწერის გარეშე მოსვლა?
დიახ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ცოცხალ რიგში, მაგრამ ამ შემთხვევაში მოგიწევთ განუსაზღვრელი დროით ლოდინი.
რა ჯდება მოძრავი ლაბორატორიის გამოძახება?
მოძრავი ლაბორატორიით სარგებლობა თბილისის მასშტაბით უფასოა. ადგილზე იხდით მხოლოდ ჩატარებული კვლევის საფასურს
რა ღირს კორონარული შუნტირება?
წინასწარ შეუძლებელია ფასის განსაზღვრა. დამოკიდებულია იმაზე თუ სხვა რა პროცედურები დაჭირდება პაციენტს შუნტირებამდე
როგორ დავრეგისტრირდე კონსულტაციაზე?
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 032 222 22 11
რა ღირს კარდიოლოგის კონსულტაცია?
კარდიოლოგის კონსულტაცია, ექოსკოპია და კარდიოგრამა პედიატრიულ პაციენტებში ღირს 130 ლარი, ხოლო მოზრდილ პაციენტებში 135 ლარი.