ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა “Accreditation Canada“ – სთან ერთად საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი ზაფხულში დაიწყო.
საერთაშორისო „Accreditation Canada“ – ის მრჩევლებმა და ტრენერებმა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გუნდთან ერთად შემდეგ საკითხებზე იმუშავეს:
- გადამოწმდა,თუ რამდენად სრულ შესაბამისობაშია კლინიკაში არსებული სერვისები საერთაშორისო სტანდარტებთან;
- რამდენად სრულყოფილად პასუხობს არსებული პორტალი თანამედროვე გამოწვევებს;
- დასრულდა გუნდის თვითშეფასების ფორმირება.
„Accreditation Canada“ – ის აღმასრულებელმა დირექტორმა და წარმომადგენლებმა აკრედიტაციის პროცესში ჩართული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ბრძანების თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.