.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის არითმოლოგიის სამსახური პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის არითმიის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილ პაციენტებში.

ცენტრი აღჭურვილია არითმიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს შემდეგი სახის ჩარევები:

  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ჰოლტერის 24სთ-იანი მონიტორინგი;
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევა;
  • კათეტერული რადიოსიხშირული აბლაცია;
  • კათეტერული კრიოაბლაცია;
  • კათეტერული ფაზური რადიოსიხშირული აბლაცია;
  • გულის მუდმივი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია;
  • ჰისის კონის პერმანენტული პეისმეიკერის იმპლანტაცია;
  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია;
  • გულის რესინქრონიზატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია;
  • კანქვეშა მარყუჟოვანი ჩამწერის იმპლანტაცია.

2006 წლიდან დღემდე ჰოსპიტალში ჩატარდა არაერთი ინოვაციური  არითმოლოგიური პროცედურა. კერძოდ აქ ჩატარდა საქართველოში პირველი ჰისის კონის პერმანენტული სტიმულაცია, პირველი სრულიად კანქვეშა (სუბკუტანური) კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, პირველი ტრანსატრიული პეისმეიკერის იმპლანტაცია, პირველი ეპიკარდიული კარტირება და აბლაცია (სუბქსიფოიდური პუნქციით), პირველი ფაზური რადიოსიხშირით კათეტერული აბლაცია, კანქვეშა მარყუჟოვანი ჩამწერის პირველი იმპლანტაცია.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის არითმოლოგიურ სამსახურში მუდმივად ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები. ცენტრი აღჭურვილია აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, კათეტერული აბლაცია ჩატარდეს სრულიად რენტგენოდასხივების გარეშე.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ხორციელდება სუბსპეციალობის პროგრამა „გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა“, რომელშიც უკვე არაერთი ახალგზარდა სპეციალისტი მომზადდა.

არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელია საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი პაპიაშვილი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი არითმოლოგის, ჯოზეფ ბრუგადას მოსწავლე.

© Copyright 2022 Powered By ინტერიერის დიზაინი
T:0322 22 22 11