perfuzia

პერფუზია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პერფუზიის სამსახური წარმოადგენს კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ნაწილს. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს პაციენტის სისხლის ხელოვნურ მიმოქცევას, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის, ექსტრაკორპორული მემბრანის(ოქსიგენატორის) და მაგისტრალთა ნაკრების მეშვეობით. ოპერაციის მსვლელობისას ინარჩუნებს პაციენტის სტაბილურ, ჰემოდინამიკურ მდგომარეობას,  ტემპერატურას, სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების ნორმალურ მაჩვენებელს. ახდენს სისხლის ადეკვატურ ოქსიგენაციასა და ორგანოთა პერფუზიას. საჭიროებისამებრ, გულის გაჩერებას კარდიოპლეგიის მეშვეობით, მოდიფიცირებულ თუ კონვენციურ ულტრაფილტრაციას.

პერფუზიის სამსახურის წევრები ასევე წარმოადგენენ ECMO-ს (ექსტრაკორპორული მემბრანის ოქსიგენაცია) გუნდს, რომელიც მზადაა ეკმო-ს სერვისის განსახორციელებლად.