torakaluri-kirurgia

თორაკალური ქირურგია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი ახორციელებს ყველა სახისა და სირთულის თორაკალურ ოპერაციებს როგორც ახალშობილობისა და პედიატრიული ასაკის, ასევე მოზრდილ პაციენტებში.

თორაკოქირურგ ივანე წულეისკირის ხელმძღვანელობით, ჰოსპიტალი ყოველთვის ცდილობდა თანამედროვე პროგრესული სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას, როგორიცაა მინიინვაზიური, თორაკოსკოპიული და ვიდეო ასისტირებადი თორაკოქირურგია.

დღეს, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თორაკალური ქირურგიის სამსახურის მიერ ხორციელდება  შემდეგი თორაკოქირურგიული ჩარევები:

  • ტრაქეისა და ბრონქების თანდაყოლილი დაზიანებების სტენოზი, დისკრეტული ატრეზია, ქირურგიული მკურნალობა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის მხარდაჭერით;
  • თორაკოსკოპიური ქირურგიული ჩარევები შუასაყარზე, ფილტვებსა და პლევრაზე, ფილტვის თორაკოსკოპიული რეზექცია, ნაწილობრივი და სრული პლევრექტომია, შუასაყრის თორაკოსკოპიული ბიოფსია და სოლიდური წარმონაქმნების ამოკვეთა, დიაფრაგმის პლასტიკა, თორაკოსკოპიული პერიკარდიო-პლევრო სტომია და სხვა.
  • ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა ბავშვთა და მოზრდილი ასაკის მქონე პაციენტებისთვის;
  • 2016 წლიდან ბატონი ივანე წულეისკირის მიერ ჯო ენის სამედიცინო ცენტრში დაინერგა გულმკერდის თანდაყოლილი დეფორმაციის – მეწაღისებური გულმკერდის  მინიინვაზიური, თორაკოსკოპიული კორექცია(„ნასის“-ის) ოპერაცია.
  • 2018 წლიდან ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ტარდება ტრაქეის ურთულესი თანდაყოლილი მანკის – ტრაქეომალიაციის უკუგანვითარების მიზნით შექმნილი ოპერაციული მეთოდიკები – აორტოპექსია და ბოლო წლებში დანერგილი ტრაქეის უკანა კედლის პლასტიკა საყლაპავის ლატერალიზაციით;
  • ფილტვის თანდაყოლილი, სისხლძარღვოვანი დაავადებების – არტერიო-ვენური მალფორმაციებისა და ფილტვის სეკვესტრაციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.