kritikul-mdgomareobata-departamenti

კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის  კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი საქართველოში ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირუირგიაში ერთადერთი სამსახურია. აგრეთვე, ლიდერია მოზრდილთა კარდიოქირურგიული პაციენტების ამავე სერვისში.

1996 წელს დაფუძნდა ახალშობილთა/ბავშვთა და 2000 წელს დაემატა მოზრდილთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი. ორივე ერთეული მუშაობს როგორც ერთი მთლიანი სამსახური.

ჩვენი დეპარტამენტი ყოველწლიურად დაახლოებით 400-მდე პედიატრიულ პაციენტს ემსახურება კარდიოქირურგიული და ინტერვენციული პროცედურის შემდგომ. პაციენტები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონს, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებსაც.

ჩვენი გუნდი მკურნალობს არა მარტო კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდგომ მდგომარეობას, არამედ გულის არა ქირურგიული პრობლემების მქონე იმ პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება.

დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა მივაღწიოთ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

ჩვენთან შესაძლებელია თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარება, იქნება ეს პერიტონეალური დიალიზი თუ ჰემოდიალიზი და ულტრაფილტრაცია. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის თებერვლიდან მოქმედებდა და ამჟამად განახლების პროცესშია სიცოცხლის ექსტრაკორპორული შენარჩუნების/ELSO/ პროგრამა. ამ მეთოდიკის წყალობით, ჩვენ ვემსახურებოდით და მომავალშიც მოვემსახურებით იმ ახალშობილებსა და ბავშვებს, რომელთა სიცოცხლის შენარჩუნება საჭიროებს ექსტრაკორპორულ მემბრანულ ოქსიგენაციას.  განყოფილებაში  ასევე შესაძლებელია, პულმონარული ჰიპერტენზიის შემთხვევაში გამოვიყენოთ აზოტის ოქსიდი.

ჩვენი დეპარტამენტის გუნდს კარგად აქვს გათვითცნობიერებული პატარა პაციენტის ოჯახის მძიმე სტრესული მდგომარეობა, რომლის შემსუბუქების მიზნით, პაციენტის მშობლებს და ნათესავებს მხარში უდგას სამედიცინო ფსიქოლოგიის სამსახური.

მოზრდილთა კარდიოქირურგიაში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის დეპარტამენტი ყოველწლიურად 200-მდე კარდიოქირურგიულ პაციენტს ემსახურება. ჰოსპიტალის ამ ნაწილში პაციენტი არა მარტო გულის ოპერაციის შემდგომ ხვდება, არამედ აქ სპეციალური სამედიცინო დახმარება უტარდებათ არაქირურგიული კარდიოლოგიური ინტენსიური თერაპიიდან გამოყვანილ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა პაციენტს.

ჩვენს დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სამედიცინო დარგის ექიმების კონსულტაცია.