კარიერა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გუნდი "ევროპის უნივერსიტეტთან" ერთად ცდილობს, ღირებულებების მქონე მედიკოსებთან მუდმივი განახლების პროცესი წარმატებული იყოს.
ჩვენი სამედიცინო პერსონალი ადმინისტრაციასთან ერთად მუდმივად მიზანმიმართულია აჰყვეს განახლების, ინოვაციების პროცესს და მსოფლიო სიახლეების კვალდაკვალ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშიც შექმნას და დანერგოს ახალი მეთოდები.
ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ მუდმივ განვითარებას, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა და მითუმეტეს ბავშვების, ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია.
ჩვენი გუნდი მუდმივად ხელს უწყობს ახალგაზრების განათლებას და მათ დახმარებას პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ რამდენიმე მიმართულებით შექმნილია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც მსმენელს შეუძლია მიიღოს მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ ინფორმაცია და გაიზიაროს გამოცდილება.

ვაკანსიები
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის და პროცესების დაორგანიზების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ ორგანიზაიულ კულტურას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- fitpass
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე სამართლებრივ და მარეგულირებელ რეფორმებზე სისტემატური მონიტორინგის განხორციელება;
- ჰოსპიტლის სტრუქტურული ერთეულებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა სავალდებულო პროცედურების, ინსტრუქციების თუ პოლიტიკების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში;
- ჰოსპიტლის მასშტაბით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება. დასაქმებულებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ჩატარება;
- მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ანგარიშების მომზადება ჰოსპიტლის მენეჯმენტისათვის;
- მონაცემთა დაცვის რისკების შეფასება;
- ფაილური სისტემის კატალოგების წარმოება;
- მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნებზე/საჩივრებზე რეაგირება;
- პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესწავლა და სათანადო რეაგირება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან მთავარი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
- პერსონალური მონაცემების გამოთხოვის, მიმართვის და ინფორმაციის მიწოდების შესახებ განცხადებების ფორმების მომზადება;
- კომპანიაში შემოსული განცხადებების/პრეტენზიების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციისათვის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.
- ორგანიზაციაში არსებული კომიტეტების გეგმიური და გადაუდებელი შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება;
- შეხვედრებზე დასწრება, ოქმის შედგენა და მონაწილეებისთვის გაცნობა;
- დავალებების შესრულების ვადების კონტროლი, საჭიროებისამებრ რეპორტინგი;
- ორგანიზაციისათვის საჭირო პროტოკოლებისა და პროცედურების მომზადება შესაბამისი თემატური გუნდის ჩართულობით
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება და სხვა დავალებები, რომელიც წარმოიშვება სამუშაო პროცესში;
- მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა;
- მოქმედი საკანომდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული მიმართულებით)
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ;
- აუცილებელია - MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ;
- სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@joann.ge სათაურის ველში გთხოვთ (“subject”) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მეგობრულ გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ ორგანიზაიულ კულტურას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- fitpass
- პასუხისგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული.
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
- კლინიკის სხვადასხვა განყოფილებების დასუფთავება და დეზინფექცია კლინიკაში დამტკიცებული პროცედურის მიხედვით.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- მეგობრულ გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანსაღ ორგანიზაიულ კულტურას;ჯანმრთელობის დაზღვევას;
- fitpass
- შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა გათავისუფლების, შვებულებების, ბიულეტინების და სხვა ტიპის გაცდენების პროგრამული ასახვა და დაარქივება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება/მოწესრიგება;
- კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაცია პორტალებზე (მაგ. შემოსავლების სამსახური) ;
- თანამშრომელთა სამსახურებრივი ცნობების გამზადება-გაცემა;
- ხელფასის გადარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტების შესახებ;
- თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
- პერსონალის შერჩევა/დაქირავების სრული ციკლის ორგანიზება და მართვა;
- შემოსული კანდიდატების რეზიუმეების გადარჩევა და შესაბამისი ინფორმაციების ექსელში აღრიცხვა;
- კომპანიაში არსებული მოდულების მიხედვით ახალი მიღებული და არსებული თანამშრომლებისათვის ხარისხიანი და დროული ტრენინგების ჩატარების უზრუნველოფა; ტრენინგის შემდგომ შესაბამისი ინფორმაციებისა და ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა/კონტროლი;
- ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
- უმაღლესი განათლება ;
- აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში HR მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ;
- აუცილებელია - MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ;
- სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;