კარდიოვასკულურ დაავადებებზე საუბრობს ჯო ენის მოზრდილთა კარდიოლოგი ლანა გუგუჩია

არდიოვასკულური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია და საერთო სიკვდილობის 31% შეადგენს. ყოველ 33 წამში ერთი ადამიანი იღუპება კარდიოვასკულური დაავადებით. კარდიოვასკულური დაავადება წარმოადგენს გულისა და სისხლძარღვების დაავადებას.
რისკ-ფაქტორები: ასაკი, სქესი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, არტერიული ჰიპერტენზია, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე , შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონა, სტრესი.
ზოგადი სიმპტომატიკა მოიცავს: ტკივილს გულმკერდში, ზეწოლის,სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ქოშინს, თავბრუსხვევასა და გონების კარგვას, დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს.
დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევებით. მკურნალობა: აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა, მედიკამენტური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციული და ქირურგიული ჩარევები.
პრევენცია: თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, თანმხლები დაავადებების მართვა, წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესული ფაქტორების შემცირება.
ადრეული დიაგნოსტიკისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში, ამ დიაგნოზის მქონე უამრავი ადამიანი სრულფასოვანი ცხოვრების წესით აგრძელებს ცხოვრებას.