1996 წელს, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დაარსებისთანავე, შეიქმნა საქართველოში პირველი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქო-სოციალური პროგრამა, რომელიც
ბავშვებსა და მათ ოჯახებს საავადმყოფოს გარემოსთან, ჯანმრთელობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში ეხმარება.
ექიმთან ვიზიტი და საავადმყოფოში მოთავსება რთული გამოწვევაა როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის. განვითარების შესაბამისი კომუნიკაციის გამოყენებით, თამაშის შესაძლებლობისა და ბავშვისთვის ნაცნობი, უსაფრთხო გარემოს შექმნით, ფსიქო-სოციალური სერვისი ამცირებს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სტრესორებს და ეხმარება ბავშვებს, მოზარდებს და მათ ოჯახებს სამედიცინო გამოცდილებასთან გამკლავებაში.
სერვისი უზრუნველყოფს:
- ბავშვისთვის უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს:
- მეგობრულად განწყობილი სპეციალისტები;
- სათამაშო სივრცეები;
- ყველა ასაკის შესაბამისი სათამაშოები, მასალები, გაჯეტები და წიგნები;
- ჩვილებისა და მობაჯბაჯეებისთვის საჭირო ინვენტარი მოსვენებისა და გადაადგილებისთვის;
- ზრუნვა, მხარდაჭერა და თამაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (სადაც მშობლის დასწრება შეზღუდულია);
- განვითარების ხელშემწყობი თამაშები და აქტივობები.
- ბავშვის/მოზარდის მომზადებას მოსალოდნელი სამედიცინო პროცედურებისთვის:
- სამედიცინო პროცედურებისა და აღჭურვილობის გაცნობითი თამაშები;
- განვითარების შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ბავშვის/მოზარდისთვის;
- ემოციური მხარდაჭერა;
- სტრესთან გამკლავების უნარების დასწავლა და გავარჯიშება;
- სპეციფიური პროცედურებისთვის მოსამზადებელი საბავშვო წიგნები/გასაფერადებლები.
- ბავშვის/მოზარდის მხარდაჭერას სამედიცინო პროცედურების დროს:
- განვითარების შესაბამისი ყურადღების გადამტანი აქტივობები;
- მოვლენების პარალელურად ინფორმაციის მიწოდება;
- ემოციური მხარდაჭერა;
- კომფორტული პოზირება;
- სტრესორების შემცირება;
- მშობლის მხარდაჭერა და პოზიტიური გაძღოლა.
- პოსტ-პროცედურულ თერაპიულ მხარდაჭერას:
- ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა;
- გამოცდილების გააზრებაში დახმარება;
- განვითარების შესაბამისი თერაპიული აქტივობები;
- აქტივობები განტვირთვისა და რელაქსაციისთვის;
- ოჯახის ადვოკატირებას და ემოციურ მხარდაჭერას:
- ოჯახის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
- ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ან მოძიებაში დახმარება;
- ემოციური მხარდაჭერა;
- მშობლის დახმარება ბავშვთან/მოზარდთან რთულ თემებზე საუბრის დროს;
- მედ-პერსონალთან კომუნიკაციაში დახმარება;
- საავადმყოფოს გარემოსთან ადაპტაციაში დახმარება;
- მშობლის ორიენტირება ბავშვის მოვლის სპეციფიურ ასპექტებში;
- პროცედურებზე დასწრების ხელშეწყობა;
- და-ძმების მხარდაჭერა და გაძლიერება.
- განვითარების სკრინინგს (საჭიროების შემთხვევაში):
- 0-დან 6 წლამდე ბავშვის განვითარების შეფასება ASQ – 3-ის მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სპეციალისტთან რეფერირება;
- მშობლის კონსულტირება ბავშვის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.