ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მოზრდილთა გულის ქირურგიის სამსახური.
მოზრდილთა გულის ქირურგიის სამსახური, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2000 წელს ამოქმედდა.
ჩვენი მენტორები ამ სფეროში გახლდნენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები:
პროფ. პეტერ ბრუკე – ლინცი, ავსტრია
პროფ. ამანდო გამბა – ბერგამო, იტალია
პროფ. ოტავიო ალფიერი – მილანი, იტალია
პროფ. ლარს სვენსონი – კლივლენდი, აშშ.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი შედეგებით სრულდება ყველა სახისა და სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაციები მოზრდილთა კატეგორიაში.
მკურნალობა გამოირჩევა თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით.ვაკეთებთ ოპერაციებს მცირე განაკვეთებით. მაქსიმალურად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ გულის სარქველების გამოცვლა /პროთეზირება/ და აღვადგინოთ მათი ფუნქცია პლასტიკის /შეკეთების/ მეშვეობით. წარმატებით ტარდება ურთულესი და შედარებით იშვიათი ოპერაციები აორტის თაღზე და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გართულებებისას./ პარკუჭის ანევრიზმები, პარკუჭთაშუაძგიდის დეფექტები, სარქვლების მწვავე დაზიანებები/ .
მოზრდილთა ქირურგიის სამსახური სწავლობს ყველა იმ სიახლეს, რაც ჩნდება მსოფლიოს წამყვან ცენტრებში და მაქსიმალურად ცდილობს მათ დანერგვას საქართველოში.