
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ლაბორატორია 1996 წლიდან ფუნქციონირებს. იგი მდებარეობს ცენტრის ტერიტორიაზე და პაციენტებს ემსახურება ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ცენტრის პაციენტებს, ასევე ნებისმიერს, ვისაც სურს ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევები. ლაბორატორია სისტემატურად თანამშრომლობს პარტნიორ დაწესებულებებთან.
ხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, ზუსტად შეფასდეს ესა თუ ის პრობლემა და დროულად დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.
კვალიფიცირებული პერსონალი, თანამედროვე აპარატურა და მაღალხარისხიანი რეაგენტები, ასევე მასალის აღების, საჭიროების შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირებისა და დამუშავების, ყველა წესის უმკაცრესი დაცვა არის ანალიზის მაღალი ხარისხის და სანდოობის გარანტი.
ლაბორატორია რეგულარულად აწარმოებს როგორც შიდა(ყოველდღიური), ასევე გარე(ყოველთვიური) RANDOX, INSTANT, LABQUALITY) ხარისხის კონტროლს, რას დასტურდება არსებული სერთიფიკატებით.
ჯო ენის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული სერვისი მოიცავს შემდეგი სახის კლინიკო – დიაგნოსტიკურ კვლევებს:
- ზოგადკლინიკური და ჰემატოლოგიური;
- კლინიკური ბიოქიმია;
- კოაგულოლოგია;
- იმუნოლოგია;
- სეროლოგია;
- ბაქტერიოლოგია;
- PCR -დიაგნოსტიკა.
კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს მოძრავი ლაბორატორია, რაც საშუალებას იძლევა თბილისის მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე, 24/7 ბ გამოიძახოთ მოძრავი ლაბორატორია. პასუხს მიიღებთ რამდენიმე საათში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
032 2 54 00 20
(+995) 577 54 77 50
(+995) 577 54 77 51
(+995)577 54 77 52
(+995)577 54 77 04