მოზრდილთა კარდიოლოგია

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა კარდიოლოგიური განყოფილება გაიხსნა 2002 წელს. საქართველოში კარდიოქირურგიის განვითარების პარალელურად საჭირო გახდა კარდიოლოგიის თერაპიული და ქირურგიული სამსახურების ერთ სივრცეში  ჰარმონიული განვითარება.

სწორედ ეს მიდგომა საფუძვლად დაედო ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა კარდიოლოგიის სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელმაც ეტაპობრივად გააერთიანა კარდიოლოგიის სხვადასხვა მიმართულება და შესაძლებელი გახდა საქართველოში სრულიად ახალი ტიპის კარდიოლოგიური სერვისის მიწოდება შემდეგი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით:

  • პაციენტის ინტერესების დაცვა, მკურნალობის უსაფრთხოება, სტატისტიკურ კვლევებზე დაფუძნებული მაქსიმალუირად გარანტიებული მკურნალობის შედეგი;
  • ორიენტაცია თანამედროვე დასავლურ მედიცინაზე, სადაც პრიორიტეტულია აპრობირებული სტანდარტები და პროტოკოლები და არა პირადი დამოკიდებულება, რომელიც ხშირად სუბიექტურია და ემყარება შეზღუდული მოცულობის მონაცემებს. შესაბამისად, გამოკვლევების სქემა და მკურნალობის პროცესი მკაცრად ორგანიზებულია და მთლიანად აწყობილის ამერიკის და ევროპის გულის ასოციაციების მიერ რეკომენდირებულ სქემებზე, გაიდლაინებზე;
  • ცენტრის ექიმების, ეთნების მუდმივი განათლება, სტაჟირება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში;
  • პაციენტის სრული ჩართულობა მისი მკურნალობის პროცესში. ინფორმირებულობა მის დიაგნოზზე, დაგეგმილ სადიაგნოსტიკო, სამკურნალო ღონისძიებებზე, შესაძლო რისკებსა და გართულებების თაობაზე.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა სტაციონარულ განყოფილებაში მკურნალობას გადიან ისეთი ნოზოლოგიით დაავადებული ზრდასრული პაციენტები, როგორიცაა: ქრონიკული კორონარული სინდრომი, მწვავე კორონარული სინდრომი,  გულის ქრონიკული და მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია;  არითმიების მართვა, გულის სარქვლოვანი პათოლოგიების მკურნალობა და მართვა, გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების დაავადებები(აორტა, ფილტვის არტერია). ინტერვენციული კარდიოლოგია 24/7-ზე. მოზრდილთა კარდიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით და მედიკამენტებით. უზრუნველყოფს პაციენტთა მიღებას და სამედიცინო მომსახურეობის გაწევას უწყვეტ რეჟიმში.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა კარდიოლოგიის სამსახურის ამბულატორიული დეპარტამენტი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ჩაიტაროთ როგორც ექიმის კონსულტაცია, ასევე ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები:

  • კარდიოლოგი კონსულტაცია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი);
  • ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია;
  • 2D/3D ტრანსეზოფაგური (საყლაპავშიდა ექოსკოპია);
  • დატვირთვის ტესტი (ტრედმილი);
  • მედიკამენტური დატვირთვის ტესტი (დობუტამინის სტრეს-ტესტი);
  • არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი;
  • ძილის ობსტრუქციული აპნოეს კვლევა.

გსურს ვიზიტზე ჩაწერა?

დაგვირეკე

0 32 2 22 22 11

ჩაწერე სიტყვა რომ დაინახო შედეგები