ნაყოფის ექოკარდიოგრაფია

nayofis-ekokardiografia

ნაყოფის ექოკარდიოგრაფია ავლენს რთული გულის თანდაყოლილი მანკების 90%-ზე მეტს.

ნაყოფის გულის ულტრაბგერითი კვლევა საშუალებას იძლევა მუცლადყოფნის პერიოდში შეფასდეს გულის  ანატომია, რითმის დარღვევის შემთხვევაში კი განისაზღვროს არითმიის სახეობა და მისი კლინიკური მნიშვნელობა.

ნაყოფის ექოკარდიოგრაფიას მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებელზე. მუცლადყოფნის პერიოდში დადგენილი დიაგნოზი საშუალებას იძლევა სწორად დაიგეგმოს ორსულისა და ახალშობილის მკურნალობისა და მეთვალყურეობის ტაქტიკა (გადაწყდეს სამშობიარო მოქმედების აღძვრა, დაიგეგმოს მშობიარობის ადგილი და დაწესებულების დონე, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის დრო, სავარაუდო გადაუდებელი მანიპულაციები და ა. შ.). გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია ნაყოფის მკურნალობის დაწყება დაბადებამდე, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ ორსულობა.

ჯო ენის სამედიცინო ცენტრში, ნაყოფის  ექოკარდიოგრაფიული კვლევა ტარდება და ინტერპრეტირებულია  შესაბამისი გამოცდილების ბავშვთა კარდიოლოგის მიერ, რაც საშუალებას აძლევს მშობელს დეტალურად გაეცნოს დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებს, მკურნალობის მეთოდებსა და გამოსავალს.

ტექნიკურად  კვლევა არაფრით განსხვავდება სტანდარტული სამეანო კვლევისგან. არ საჭიროებს რაიმე სახის წინასწარ მომზადებას. კვლევის ჩატარების ოპტიმალური ვადაა ორსულობის 18-22 კვირა,  საშუალო ხანგრძლივობა 30-40 წუთი. 

გსურს ვიზიტზე ჩაწერა?

დაგვირეკე

0 32 2 22 22 11

ჩაწერე სიტყვა რომ დაინახო შედეგები