
რადიოლოგია
დეპარტამენტის ხელმძღვანელია ექიმი-რადიოლოგი ნატალია აბუაშვილი
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რადიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპიუტერული ტომოგრაფიის, რენტგენოგრაფიისა და რენტგენოსკოპიის, ექოსკოპიის თანამედროვე აპარატურით.
თქვენ მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალისტები. სერვისები განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, როგორც ამბულატორიული ისე სტაციონარის პაციენტთათვის.
კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავისა და კისრის მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია;
- გულმკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ხერხემლის სვეტისა და ძვალ – სახსროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია
კვლევა ტარდება 128 შრიანი უახლესი, 2019 წლის SIEMENS Somatum Perspective აპარატით, რომლის უპირატესობებია:
- გამოსახულების მაღალი სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხი;
- შესაძლებელია გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიური კვლევა;
- აპარატის უსაფრთხოობა, როგორც პაციენტისთვის , ასევე სამედიცინო პერსონალისთვის(რადიაციული დასხივება 60%-ით არის შემცირებული);
- მაქსიმალური კომფორტი (აპარატის მორგება შესაძლებელია მძიმეწონიან პაციენტებზეც).
რენტგენი
- ძვალ -სახსროვანი სისტემის რენტგენოგრაფია/რენტგენოსკოპია;
- კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის რენტგენოგრაფია/რენტგენოსკოპია;
- თავის ქალას და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია;
- გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოგრაფია/რენტგენოსკოპია;
- ხერხემლის სვეტის რენტგენოგრაფია;
- ჰისტეროსალპინოგრაფია;
- ურეთრო-ცისტოგრაფია;
- ექსკრეტორული უროგრაფია
ზოგადი ექოსკოპიური კვლევა
- მუცლის ღრუს და საშარდე სისტემის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;
- გინეკოლოგიური და სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ლიმფური კვანძების, რბილი ქსოვილების, სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- პერიფერიული და მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფია