მიოკარდიუმის ინფარქტი - საუბრობს ჯო ენის მოზრდილთა კარდიოლოგი ნინო ჯანაშია
მიოკარდიუმის ინფარქტი არის გულის კუნთის დაზიანება, რომელიც ვითარდება კორონარული არტერიის ოკლუზიის შედეგად, თრომბოზის ან სპაზმის ფონზე. ყველაზე ხშირი მიზეზი: ათეროსკლეროზული ფოლაქის რღვევა და მასზე თრომბული მასის წარმოქმნა. სიმტომი: ძლიერ/მწვავე გულმკერდის ტკივილი გულმკერდში, მარცხენა ხელში, ყბაში, ზურგში, ჰაერის უკმარისობა, ცივი ოფლი, გულისრევა, ზოგჯერ „უმტკივნეულო“ ფორმა (ხშირად დიაბეტიანებში, ხანდაზმულებში). დიაგნოსტიკა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ტროპონინი, კორონაროგრაფია.
მედიკამენტური მკურნალობა, კორონარული სტენტირება ან კორონარული შუნტირება. მიოკარდიუმის ინფარქტი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. სწრაფი დიაგნოსტიკა და რეპერფუზია გადამწყვეტია.
