რადიოლოგია
რადიოლოგია არის მედიცინის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებების ვიზუალიზაციას და დიაგნოსტიკას თანამედროვე გამოსახულებითი ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ სწრაფი, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური მომსახურება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დოპლეროგრაფია — სისხლძარღვთა დინამიკის გამოკვლევა;
- რენტგენო-დიაგნოსტიკა (X-Ray) — ძვლოვანი და შიდა ორგანოების ძირითადი კვლევები;
- კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) — სწრაფი და დეტალური შრეობრივი გამოსახულებები;
- ულტრასონოგრაფია — ყველა სისტემის (მუცლის ღრუ, მცირე მენჯი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები და სხვა) გამოკვლევები;
ჩვენი დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო დიაგნოსტიკა ყველა პაციენტისთვის.
