რადიოლოგია

radiologia

რადიოლოგია არის მედიცინის სფერო, რომელიც უზრუნველყოფს დაავადებების ვიზუალიზაციას და დიაგნოსტიკას თანამედროვე გამოსახულებითი ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ სწრაფი, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური მომსახურება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დოპლეროგრაფია — სისხლძარღვთა დინამიკის გამოკვლევა;
  • რენტგენო-დიაგნოსტიკა (X-Ray) — ძვლოვანი და შიდა ორგანოების ძირითადი კვლევები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) — სწრაფი და დეტალური შრეობრივი გამოსახულებები;
  • ულტრასონოგრაფია — ყველა სისტემის (მუცლის ღრუ, მცირე  მენჯი, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები და სხვა) გამოკვლევები;

ჩვენი დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ სწრაფი, ზუსტი და უსაფრთხო დიაგნოსტიკა ყველა პაციენტისთვის.