ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს უერთდება
ლაბორატორიული მედიცინის კვირეული მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
წლევანდელი სლოგანია: „ლაბორატორია იცავს სიცოცხლეს!“ - „Labs Save Lives!” "Labs Save Lives!”
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია უერთდება ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს - EuroMedLab Week 2025
მოხარულები ვართ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, შესაძლებლობა გვაქვს, აღვნიშნოთ ლაბორატორიული მედიცინის მიღწევები არა მხოლოდ მსოფლიო დონეზე, არამედ აქაც - საქართველოში. ჩვენი კოლეგების დამსახურებით და ორგანიზებით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ლაბორატორია და მისი გუნდი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყოველ დღე დაუღალავად შრომობენ პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.
ლაბორატორიული კვლევები არ არის მხოლოდ ანალიზის პასუხი. ეს არის ზუსტი დიაგნოზი, სწორი მკურნალობა და დროული რეაგირების საფუძველი.
ლაბორატორიული მედიცინა - ეს არის მეცნიერება, რომელსაც აქვს გულის ცემა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და მისი ლაბორატორია მუშაობს შენთვის, შენი გულისთვის!
