klinikis shesaxeb
გაიგე ინფორმაცია

About Hospital

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.

ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

დაწესებულების სტრატეგიას წარმოადგენს საქართველოში ბავშვთა ასაკის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის და თანამედროვე მკურნალობის უზრუნველყოფა. ამ ამოცანის გადაწყვეტის მთავარი გასაღები – დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო საგანმანათლებლო საქმიანობაა. მაღალი კლასის თაობათა აღზრდა კი, მისი ტრადიციაა.

1996
დაარსების წელი
43
ასოცირებული ექიმი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სახელთან ასოცირდება ქვეყნის ნომერ პირველი კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისები, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. კლინიკაში ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ურთულესი სამედიცინო ჩარევები, გარდა გულის ტრანსპლანტაციისა. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, დაარსების დღიდან მაღალი პროფესიონალიზმისა და ლიდერი ბრენდი სინონიმად იქცა.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე აპარატურით. სამედიცინო პერსონალი მუდმივად გადის ტრეინინგებს და გადამზადებუს კურსებს უცხოურ სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო თვით ცენტრს სტუმრობენ მსოფლიოს წამყვანი, წარმატებული სპეციალისტები ევროპიდან და ამერიკიდან.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მუდმივად გამოირჩევა პაციენტზე მორგებული სერვისებით. მის ერთერთ ძირითად მიმართულებად, ამ დრომდე რჩება, ყველა ასაკის პაციენტთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის სრული სპექტრი. კლინიკაში მუდმივად შემოგვაქვს და ინერგება მკურნალობის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები. ბავშვთა და მოზრდილთა თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული ოპერაციების ხარისხის გარე კონტროლის შეფასება უწყვეტ რეჟიმში ხოპრციელდება შეერთებული შტატების ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს მიერ, ხარისხის გაუმჯობესების საერთაშორისო კოლაბორაციის ფორმატში.

klinikis shesaxeb 2