Career

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გუნდი "ევროპის უნივერსიტეტთან" ერთად ცდილობს, ღირებულებების მქონე მედიკოსებთან მუდმივი განახლების პროცესი წარმატებული იყოს.

ჩვენი სამედიცინო პერსონალი ადმინისტრაციასთან ერთად მუდმივად მიზანმიმართულია აჰყვეს განახლების, ინოვაციების პროცესს და მსოფლიო სიახლეების კვალდაკვალ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშიც შექმნას და დანერგოს ახალი მეთოდები.

ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ მუდმივ განვითარებას, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა და მითუმეტეს ბავშვების, ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია.

ჩვენი გუნდი მუდმივად ხელს უწყობს ახალგაზრების განათლებას და მათ დახმარებას პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ რამდენიმე მიმართულებით შექმნილია სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც მსმენელს შეუძლია მიიღოს მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ ინფორმაცია და გაიზიაროს გამოცდილება.