ნეიროქირურგია

ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილება  გთავაზობთ თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიკროქირურგიული მეთოდების გამოყენებით, ჩვენ ვახორციელებთ როგორც გეგმიურ, ასევე სასწრაფო ნეიროქირურგიულ ჩარევებს.

ნეიროქირურგიული დაავადებების მართვა იწყება ზუსტი დიაგნოზით და ტექნიკურად გამართული ოპერაციული დაგეგმვით. ჯოენის  საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის  ნეიროქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ისეთი აპარატურით, რომელიც გამოიყენება როგორც ოპერაციის პროცესში, ისე რთული პათოლოგიების უსაფრთხო მართვისთვის.

𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-თან თანამშრომლობით ჰოსპიტალში დაინერგა 𝐎-𝐚𝐫𝐦 𝟐 და 𝐒𝐭𝐞𝐚𝐥𝐭𝐡𝐒𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐒𝟖 – უახლესი ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციისა და ნეირონავიგაციის სისტემა.

  • ტექნოლოგია ქირურგს ოპერაციის დროს რეალურ დროში აძლევს მაღალი სიზუსტის 𝟑𝐃 ვიზუალიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, რადიაციულ დატვირთვასა და რეაბილიტაციის დროს.
  • ჩვენთან უკვე ხელმისაწვდომია იმ სტანდარტის ნეიროქირურგიული და სპინალური ოპერაციები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ტარდება.