კარდიოლოგი ანა გონჯილაშვილი საუბრობს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებაზე
მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს.
მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
მიტრალური სარქვლის პროლაფსის ხშირი მიზეზია შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება.
პაციენტთა უმრავლესობას ჩივილები არ აქვს. თუმცა, მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს ქოშინს, სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას.
მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად: სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია; თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება; სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს; დაღლილობა; ტკივილი გულმკერდის არეში; ინფექციური ენდოკარდიტი. ექიმს პროლაფსის არსებობაზე ეჭვი მიაქვს ფიზიკური გასინჯვისას გულზე დამახასიათებელი შუილის მოსმენის შემთხვევაში. ეჭვის დასადასტურებლად ტარდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მკურნალობა.
