ლევან კობალავას 20-წლიანი ისტორია ჯოენში

ეს პაციენტი 32 წლის ლევან კობალავაა.
ჯო ენის სუნივერსიტეტო ჰოსიტალში აღრიცხვაზე 2003 წლიდან იმყოფება.
2003 წელს ჩაუტარდა ფალოს ტეტრადის რადიკალური კორექცია (25 mm ქსენოგრაფტით: Shelhigh Pulmonic Valve Conduit). 2004 წელს ჩაუტარდა მუდმივი რითმის წამყვანის იმპლანტაცია სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის გამო.
2004-2016 წლებში ჩაუტარდა მუდმივი რითმის წამყვანის და ელექტროდების რამოდენიმე რეიმპლანტაცია. 2024 წლის 21 მარტს ექოკარდიოსკოპიული კვლევის დროს ფილტვის არტერიის პოზიციაში იმპლანტირებულ ქსენოგრაფტზე ინახა მოფლოტირე მოცულობითი წარმონაქმნი, ასევე პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე (ცხელების ეპიზოდები).
2024 წლის 3 აპრილს გულმკერდის СT კვლევით გამოირიცხა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. პაციენტს ჩატარებული აქვს 6-კვირიანი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი ინფექციური ენდოკარდიტის სამკურნალოდ.
2024 წლის 8 ივლისიდან 20 ივლისამდე პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა ჩვენს ჰოსპიტალში. 2024 წლის 10 ივლისს ლევან კობალავას ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ჩარევა ფილტვის არტერიის სარქვლის ჩანაცვლება ბიოლოგიური სარქვლით, ღია ოვალური ხვრელის დახურვა.
ოპერაცია გააკეთა ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა თენგიზ შირიაევმა.
პოსტოპერაციული მიმდინარეობა - გაურთულებელი.
💙 პაციენტი 10 დღეში გაეწერა ჩვენი ჰოსპიტლიდან. როგორც თავად ამბობს, ჯოენი მისი მეორე სახლია.