ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე გადაცემაში "ნამდვილი ექიმები"
ევროპის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ძალისხმევით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
𝐌𝐞𝐝𝐭𝐫𝐨𝐧𝐢𝐜-თან თანამშრომლობით ჰოსპიტალში დაინერგა 𝐎-𝐚𝐫𝐦 𝟐 და 𝐒𝐭𝐞𝐚𝐥𝐭𝐡𝐒𝐭𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐒𝟖 - უახლესი ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციისა და ნეირონავიგაციის სისტემა.
ტექნოლოგია ქირურგს ოპერაციის დროს რეალურ დროში აძლევს მაღალი სიზუსტის 𝟑𝐃 ვიზუალიზაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს, რადიაციულ დატვირთვასა და რეაბილიტაციის დროს.
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე გადაცემაში "ნამდვილი ექიმები"