ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია - TAVI

👨‍🔬🫀 კარდიოინტერვენციონისტმა სპარტაკ ლეკვეიშვილმა 77 წლის ქალბატონს, დიაგნოზით - აორტის სარქვლის კრიტიკული სტენოზი, ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია - TAVI გაუკეთა. პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით (მკერდის ძვლის განაკვეთის გარეშე) ჩატარდა. პაციენტი ბინაზე გაეწერა სამ დღეში.
❓ რას ნიშნავს ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია - ეგრეთ წოდებული TAVI?
✅ TAVI (Transcatheter Aortic Valve Implantation) ასევე ცნობილია, როგორც TAVR (Replacement) - არის აორტის სარქვლის სტენოზის მკურნალობის მცირეინვაზიური, მაღალტექნოლოგიური ინტერვენციული პროცედურა, რომელიც სრულდება ძირითადად ადგილობრივი ანესთეზიით, ღია განაკვეთის (მკერდის ძვლის განაკვეთის გარეშე), რენტგენოფლუოროსკოპიული კონტროლით და პაციენტი ეწერება ბინაზე 2-3 დღის შემდეგ.
❓ რა არის აორტის სარქვლის სტენოზი?
✅ აორტული სტენოზი არის პროგრესირებადი სარქვლოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც ხდება გულის მთავარი სარქვლის გამოხატული კალციფიკაცია (გაკირვა, დაქვეითებული ელასტიურობა) და ფიბროზი (ქსოვილის გამკვრივება). შედეგად ეს პროცესი იწვევს სარქვლის ხვრელის კრიტიკულ შევიწროებას, რის გამოც მარცხენა პარკუჭიდან ორგანიზმში სისხლის გადასროლა მკვეთრად ფერხდება.
❗️ შესაბამისი მკურნალობის გარეშე ვითარდება გულის უკმარისობა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.