ბავშვთა გულის ქირურგიის მნიშვნელოვან ნაწილს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მნკურნალობა წარმოადგენს. გულის თანდაყოლილი მანკი (გთმ)საშუალოდ ცოცხლადშობილთა ერთი პროცენტის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკით ყოველწლიურად საშუალოდ 350 – 500 ბავშვი იბადება. ასეთი პათოლოგიით დაბადებული პატარების დაახლოებით, 30% გულზე არსებული პრობლემის გამო, სიცოცხლის პირველივე დღეებში იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში. პაციენტთა დაახლოებით 70% საჭიროებს მანკის მკურნალობას სიცოცხლის პირველ წელს.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი არის ქვეყნის მასშტაბით ამ დარგის პიონერი და ფუძემდებელი. შექმნილი წამყვანი ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების დახმარებითა და თანადგომით.
მისი პერსონალი სპეციალურად მომზადებულია იმისთვის, რომ მოახდინოს გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ნაყოფის, ახალშობილის, ჩვილის, მოზარდის და მოზრდილის დროული დიაგნოსტირება და თანამედროვე მკურნალობა. ჩვენი ექიმები სათანადოდ ფლობენ გულის თანდაყოლილი მანკის კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ყველა მეთოდს. (ნაყოფის ექოკარდიოგრაფია, ტრანსეზოფაგალური ექოკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფიული კვლევა). სწორედ ამიტომ, პაციენტთა უმეტესობა დიაგნოსტიკის მიზნით, აღარ საჭიროებს ინვაზიური მეთოდით ანგიოკარდიოგრაფიის ჩატარებას.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წარმატებით ტარდება ყველა სირთულისა თუ მასშტაბურობის ქირურგიული პროცედურები – თანამედროვე, მუდმივად განახლებადი სტანდარტებით. შედეგები კი, კონტროლდება როგორც ცენტრის ხარისხის კონტროლის, ასევე ამერიკელი კოლეგების ხარისხის კონტროლი სამსახურების მიერ.
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგია შედარებით ახალგაზრდა დარგია. პერიოდულად, მიმდინარეობს ამა თუ იმ ქირურგიული თუ ინვაზიური ტექნიკების დახვეწა და განახლება. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ფეხდაფეხ მიყვება თანამედროვე მსოფლიოს წინსვლას. მუდმივად ახლდება მიდგომები და ინერგება ამ დარგში მომუშავე მსოფლიოს წამყვანი ცენტრების გამოცდილება.
საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი კვალიფიკაციის ინვაზიური კარდიოლოგის სპეციალისტები ზოგიერთ გულის თანდაყოლილ მანკს რადიკალური ოპერაციის გარეშე მკურნალობენ. ასე მაგალითად, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია უმრავლესი ღია არტერიული სადინრის(ბოტალის სადინრის) და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის, ზოგიერთ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის მცირეინვაზიური მეთოდით დახურვა. ამასთან, ჩვენი კარდიოლოგები მკურნალობენ სხვადასხვა მიზეზით შევიწროვებულ გულის სარქველებს და სისხლძარღვებს(ბალონური ვალვულოპლასტიკა და სისხლძარღვთა ბალონირება). ყველა აღნიშნული პროცედურა ხორციელდება კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, სპეციალური კათეტერების ფეხის ან ხელის ვენიდან, არტერიიდან შეყვანის და რადიოლოგიური ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოთების გამოყენებით.
გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ახალშობილი ან მოზარდის, სასწრაფო ღია ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ქირურგიული სერვისების სრული სპექტრის დახმარების აღმოჩენა ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც დღენაკლი, დაბალი წონის ახალშობილებში, ასევე – მოზრდილებში. ჰოსპიტალი იყენებს გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიაში არსებულ უახლეს მიდგომებს, ოპერაციულ ტექნიკას, ტექნოლოგიებსა და მასალებს. ექიმების კვალიფიკაციასთან ერთად, ეს ქმნის პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, მაქსიმალურად ეფექტური სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომაა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გთმ პათოლოგიების სამედიცინო სტატისტიკა – პაციენტთა გადარჩენის, წარმატებული ოპერაციების და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი გამოჯანმრთელების, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მაჩვენებელი არანაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან, აღიარებულ, ლიდერ სამედიცინო დაწესებულებებში .