ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულება ფუნქციონირებს 2018 წლიდან.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიური სერვისი გთავაზობთ ყელის, ყურისა და ცხვირის დაავადებების დიაგნოსტირებას, მათ მართვას და, საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიულ მკურნალობას.
სერვისი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
- მოზრდილთა ამბულატორიული ოტორინოლარინგოლოგია;
- ბავშვთა ამბულატორიული ოტორინოლარინგოლოგია;
- ქირურგიული ოტორინოლარინგოლოგია მოზრდილებისა და პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის.
ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აწუხებს:
- ცხვირით სუნთქვის დარღვევები (ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ნიჟარების გადიდება, ღამის აპნოე);
- ალერგიული ან ინფექციით გამოწვეული დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, სფენოიდიტი);
- ცხვირის პოლიპები;
- ცხვირიდან სისხლდენები;
- მწვავე და ქრონიკული რინიტი;
- სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური;
- ქრონიკული ტონზილიტი;
- ანგინა;
- ადენოიდიტი;
- მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი;
- მწვავე და ქრონიკული ოტიტები (ყურის ანთება);
- ოტომიკოზები;
- გოგირდის საცობი.
ასევე შესაძლებელია დაავადების ქირურგიული მკურნალობა და სხვადასხვა მანიპულაცია:
- ადენოტომია (ადენოიდების ამოკვეთა);
- ტონზილექტომია (გლანდების ამოკვეთა) - ლაზერის გამოყენებით;
- ადენოტონზილექტომია (ადენოიდების და გლანდების ერთდროულად ამოკვეთა);
- სეპტოპლასტიკა (ცხვირის ძგიდის გამრუდების ოპერაციული ჩარევა);
- სეპტორინოპლასტიკა;
- კონხოტომია (ცხვირის ნიჟარების მოკვეთა);
- ცხვირის ნიჟარების დეზინტეგრაცია (ცხვირის ნიჟარების რადიოტალღოვანი შეჭმუხვნა);
- ტურბინოპლასტიკა;
- ცხვირიდან სისხლმდენი ადგილის მოწვა;
- ჰაიმოროტომია, პოლიპოტომია;
- გოგირდის საცობის ამოღება ყურიდან;
- ცხვირის წიაღების გამორეცხვა;
- უცხო სხეულების ამოღება და სხვა.
ექიმთან კონსულტაციისა და ვიზიტისთვის დარეკეთ:
032 2 22 22 11