კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მთავარი მიზანია გაგაცნოთ, თუ როგორ მუშავდება და რა მიზნით გამოიყენება  თქვენი პერსონალური მონაცემები ა(ა)იპ „ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.“

ვინ ვართ ჩვენ?

ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.

ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ საიდენტიფიკაციო კოდია: 201954242.

საკონტაქტო ინფორმაცია: info@joann.ge  / 032 2 22 22 11

იურიდიული მისამართი: გივი ჟვანიას N17.

ვინ არიან მონაცემთა სუბიექტები ?

ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ პაციენტები.

ჩვენ, ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტი ჰოსპიტალი“ ვაცხადებთ, რომ:

  • დავიცავთ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს უკანონოდ;
  • თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის მიზანი:

წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ ინფორმაციას ყველა იმ პრინციპის შესახებ, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას. ასევე, გაგაცნობთ, თუ როგორ გიცავთ კანონი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ჰოსპიტალი  და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება.

ჩვენი მიზანია, ასევე, გაგაცნოთ, თუ როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR/UK GDPR) შესაბამისად.

როგორ გიცავთ კანონი?

თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და  მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტით (GDPR//UK GDPR).  თქვენ უფლება გაქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაცხადებული გაქვთ თანხმობა მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჩვენს შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონმდებლობით/რეგულაციებით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • კანონის თანახმად, თქვენი მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან თუ თქვენი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეთ;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი განცხადების განსახილველად (მომსახურების გასაწევად), ან/და მონაცემთა დამუშავება ეფუძნება კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
  • არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ქვემოთ მოცემულ  წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

პერსონალური მონაცემების ტიპები-“ ჯო ენის საუნივერსიტეტო პოსპიტალში“ მუშავედება პაციენტების, მათ შორის არასრულწლოვანი პაციენტის,  მონაცემები-სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ასაკი, სქესი, მისამართი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,დაბადების მოწმობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ვადა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები,მათ შორის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, ჰოსპტალში გადასადხდელი თანხა, პაციენტის კერძო დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევა, ინფრომაცია სოციალურად დაუცველის შესახებ,გენეტიკური მონაცემები.ხელმოწერა ინფორმირებულ თანხმობაზე, ხელმოწერა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს- სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პეროსნალური მონაცემები.

სამართლებრივი საფუძველი:

თქვენი თანხმობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;

ჩვენი კანონიერი ინტერესები;

ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულება;

კანონით განსაზღვრული დამუშავების საფუძვლები.

როგორ მოვიპოვებთ თქვენს მონაცემებს

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან, კერძოდ:

როდესაც ხდებით ჩვენი სამედიცინო დაწესებულების პაცინტი და იყენებთ ჩვენ სამედიცინო  მომსახურებებს;

სატელეფონო კომუნიკაციისას;

წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას, ან როდესაც გვიგზავნით წერილებს ფოსტით ან ელ. ფოსტით;

როდესაც ვდებთ გარიგებას მესამე პირებთან და ვიღებთ მათგან პერსონალურ მონაცემებს;

საჯარო წყაროებიდან.

თქვენი უფლებები

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს სამართლებრივი აქტებიდან.

მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება გამოვითხოვოთ თქვენი სამედიცინო ისტორია სხვა სამედიცინო დაწესებულებიდა.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ პაციენტის  პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გადაცემის უფლებამოსილება გააჩნია კანონმდებლობით ან მონაცემთა სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. სამედიცინო დაწესებულის საქმინობა უმეტესწილად დარეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე, ამიტომ სწორედ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით ხდება მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა.კანონმდებლობის მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტების, პერსონალური მონაცემები, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, გადაეცემა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს,სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, კერძო სადაზღვევო კომპანიებს, თბილისის მერიას, გამგეობებს, სასამართლოს,საგამოძიებო ორგანოებს,აჭარის ავტონომიური რესპუბლკას და სხვა.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

წინამდებარე დოკუმენტი პერიოდულად განახლებადია ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.“

როგორ დაგვიკავშირდეთ

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კანონმდებლობითა და წინამდებარე დოკუმენტით თქვენთვის მონიჭებული უფლებების რეალიზება, შეგიძლიათ ეწვიოთ ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ან მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - ანა ნიქაბაძეს, შემდეგი არხების გამოყენებით - ana.nikabadze@joann.ge, 551 54 07 03.