მოზრდილთა და ბავშვთა ინტერვენციული კარდიოლოგია

kateterizaciis-laboratoria

კათეტერიზაცია გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროს.

კათეტერიზაციის პირველი პროცედურა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 1999 წელს ჩატარდა. გულის კვლევა და მკურნალობა ენდოვასკულური კათეტერიზაციის მეთოდით მნიშვნელოვანი მიღწევაა კარდიოლოგიაში. ამ პროცედურით შესაძლებელი გახდა გულის გარკვეული მანკების არაქირურგიული გზით მკურნალობა. მანკის კორექცია ხდება ბარძაყის ან სხვა სისხლძარღვებიდან კათეტერის ან გარკვეული სამედიცინო ხელსაწყოების მეშვეობით. კათეტერიზაციამ შესაძლებელი გახადა შევიწროვებული სისხლძარღვის გაფართოება, ხვრელის ან ისეთი სისხლძარღვის დახურვა, რომლის არსებობაც სახიფათო და არასასურველია პაციენტისთვის. აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად, პაციენტს როგორც წესი, კლინიკაში მხოლოდ 2 დღის გატარება უწევს. ზოგ შემთხვევაში, რთული მანკის არსებობის დროს, კათეტერიზაცია დამატებით გამოკვლევის შესაძლებლობას წარმოადგენს. რიგ შემთხვევებში, როდესაც ექოსკოპიურად მანკის დათვალიერება სრულად ვერ ხერხდება, ექიმი კათეტერიზაციის საშუალებით დამატებით ინფორმაციას იღებს, რაც მკურნალობის მეთოდების ზუსტად შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.

ჰოსპიტალში გულის თანდაყოლილი მანკების კათეტერიზაციის პროცედურებს დარგის პიონერი და წამყვანი სპეციალისტი, ბატონი ვახტანგ ხელაშვილი ხელმძღვანელობს.

გსურს ვიზიტზე ჩაწერა?

დაგვირეკე

0 32 2 22 22 11

ჩაწერე სიტყვა რომ დაინახო შედეგები