ბავშვთა კარდიოლოგია
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დაარსების დღიდან, ცენტრში ფუნქციონირებს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დეპარტამენტი, სადაც ჩვენ ვზრუნავთ ყველა ასაკის პაციენტზე ახალშობილობიდან ხანდაზმულ ასაკამდე მაღალკვალიფიციური გუნდის დახმარებით.
ჩვენი მკურნალობის სპექტრი მოიცავს ნებისმიერი სირთულის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მკურნალობის უახლეს მეთოდებს. აღნიშნული მიზნად ისახავს, პაციენტებზე ზრუნვას მეგობრულ გარემოში, საერთაშორისოდ დამკვიდრებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტანდარტებით.
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტებს, მათ ოჯახებსა და სამედიცინო პერსონალს შორის.
