"ექიმობანა" ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ბავშვებისთვის ემოციურად უსაფრთხო გარემოა შექმნილი. პატარების ჯანმრთელობა, მათთვის სტრესისა და შფოთვის დონის შემცირება - ესაა ჩვენი ექიმების და ფსიქოლოგების მთავარი მიზანი.
„ექიმობანა“ ყველაზე პოპულარული თამაშია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა განყოფილებაში. ჰოსპიტალში მოსული ბავშვები თამაშ-თამაშით და ფსიქოლოგების ჩართულობით იტარებენ სამედიცინო კვლევებს.
პატარა პაციენტები ხშირად ირგებენ ექიმის ხალათს და თავიანთ ექიმებს „სამედიცინო კვლევებს“ უტარებენ.
ჩვენ ვაფერადებთ თეთრს! ჩვენ ვცვლით საავადმყოფოს გარემოს! ჯანმრთელობა და უსაფრთხო მომავალი ყველა ბავშვს!
