ზოგადი ქირურგია

ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი სტანდარტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სადაც ფუნქციონირებს შემდეგი მიმართულებები:

* ონკოქირურგია;
* ლაპაროსკოპიული ქირურგია;
* ბარიატრიული ქირურგია;
* ზოგადი ქირურგია.

საერთაშორისო გაიდლაინებისა და თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად, ტარდება როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული ოპერაციები შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

* საყლაპავის დაავადებები;
* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები;
* წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებები;
* ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები;
* პანკრეასის დაავადებები;
* ელენთის დაავადებები;
* თიაქრები;
* სხვადასხვა ონკოქირურგიული პათოლოგიები;
* სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა (ბარიატრიული ოპერაციები).

ჩვენი მიზანია თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ უსაფრთხო, ეფექტური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის გამოყენებით.