მერვე თაობის ნეირონავიგაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მერვე თაობის ნეირონავიგაციის (მსოფლიოში არსებული ბოლო მოდელი) საშუალებით თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია პირველად გაკეთდა.

ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება,

ასევე - სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები ხერხემალზე.

ინვესტიცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისთვის მერვე თაობის ნეირონავიგაციის აპარატის შესაძენად ევროპის უნივერსიტეტმა განახორციელა.

ახლო მომავალში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ნეირონავიგაციური ტექნოლოგიით მიმდინარე სერვისების დანერგვას და განვითარებას გეგმავს.