ჯო ენის ექიმები უანგარო დონორებიც არიან და ამ მხრივაც ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე
სისხლის უანგარო დონორობა ძალზედ მნიშვნელოვანი აქტია!
ეს არის ქმედება, რომლითაც შეგვიძლია გადავარჩინოთ ადამიანი, როდესაც მის ჯანმრთელობას რეალურად ემუქრება სერიოზული საფრთხე.
2024 წელს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის სისხლის ბანკში სისხლი უანგაროდ 2100-მა ადამიანმა ჩააბარა. ამ ადამიანების დახმარებით ჩვენს კლინიკაში ჩატარდა მნიშვნელოვანი ოპერაციები, გამოჯანმრთელდნენ პატარა პაციენტები, დავეხმარეთ ადამიანებს, ვისაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ სისხლის გადასხმა.
მადლობა ჩვენს უანგარო დონორებს ამ გულისხმიერებისთვის და საჭირო დროს გვერდით დგომისთვის.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმები უანგარო დონორებიც არიან და ამ მხრივაც ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე.
გაიღე სისხლი, გაეცი იმედი, ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!
