კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჯო ენის კარდიოქირურგ თენგიზ შირიაევის ხელმძღვანელობით

კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებაში კარდიოქირურგ თენგიზ შირიაევის ხელმძღვანელობით. 5 წლის პატარას დიაგნოზი - მაგისტრალურ სისხლძარღვთა სრული ტრანსპოზიცია, მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის მკვეთრი სტენოზი, წინაგულების იუქსტაპოზიცია.  ნიკაიდოს ოპერაციისთვის ფილტვის არტერიის სარქველი მკვეთრად ჰიპოპლაზიური იყო, ამიტომ ჩატარდა რასტელის ოპერაცია contegra- ს კონდუიტით. მოხდა დამატებითი აპიკალური პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ინტრაოპერაციული ჰიბრიდული დახურვა amplatzer septal occluder-ით.