90 წლის ბებოს გულის ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა
90 წლის კესო ღარიბაშვილს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოზრდილთა კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, კარდიოქირურგმა არტურ ლემონჯავამ მიტრალური სარქვლის პლასტიკა და აორტის სარქვლის პროთეზირება გაუკეთა.
ოპერაციამ და სარეაბილიტაციო პერიოდმა წარმატებით ჩაიარა.
ენერგიით სავსე კესო ბებო შვილებს სოფელში დაბრუნებას სთხოვს და ასი წლის იუბილეზე ჯო ენის ექიმებიც წინასწარ მიიპატიჟა.
