ბლოგი

ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს

სამედიცინო გამოცდილებით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებისთვის, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს ისეთივე ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორიც ნებისმიერ პაციენტს.
ჩვენი ჰოსპიტლის მედ-პერსონალი და ფსიქო-სოციალური სერვისის სპეციალისტები ცდილობენ შეუმსუბუქონ მათ აღნიშნული გამოცდილება:
• მშობლის გვერდით ყოფნით;
• პატივისცემითა და მხარდამჭერი ურთიერთობით;
• უსაფრთხო გარემოს შექმნით;
• თამაშის შესაძლებლობით;
• წინასწარ მომზადებით;
• ახსნით, თუ სად არის და რისი გაკეთება მოუწევს, რა შეგრძნებები ექნება;
• ვიზუალური თვალსაჩინოებების გამოყენებით;
• მისი ემოციების მიღებით;
• გამოხატვის შესაძლებლობით;
• პირადი სივრცის დაცვით;
• დროის მიცემით, რომ იკვლიოს და შეეგუოს გარემოს;
• ასაკის და განვითარების შესაბამისი კომუნიკაციით.
ჩამოთვლილი სტრატეგიები არა მხოლოდ უმსუბუქებს სტრესს, არამედ ხელს უწყობს მათი დაძლევა-გამკლავების უნარების განვითარებას. ეს კი, თავის მხრივ ეხმარება სხვა რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი იზიარებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების 2024 წლის მთავარ გზავნილს – „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!“