გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: შეხვედრა ბარიატრიულ პაციენტებთან
გაზიარებული გამოცდილება და პროფესიონალური მხარდაჭერა!
ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია, ნამდვილი ტრანსფორმაცია კი ოპერაციის შემდგომ, ცხოვრების ახალ ეტაპზე იწყება. ეს ახალი ეტაპი კი სავსეა გამოწვევებით. თუმცა, როცა გვერდით პროფესიონალთა გუნდი გყავს, ყველაფერი ბევრად მარტივია.
სწორედ ამ მიზნით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბარიატრიულმა ქირურგმა ჯაბა ბაბაევმა და კლინიკის მულტიდისციპლინურმა გუნდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს პაციენტებთან.
შეხვედრაზე ექიმებმა, რომლებთანაც პაციენტებს შეხება აქვთ ოპერაციამდე და მის შემდგომ, განიხილეს რეაბილიტაციის, სწორი კვებისა და ცხოვრების ახალ წესთან ადაპტაციის მნიშვნელოვანი საკითხები.