სიახლეები

შეხვედრა ბარიატრიულ პაციენტებთან

👩‍⚕️👨‍⚕️✨ გაზიარებული გამოცდილება და პროფესიონალური მხარდაჭერა!
👨‍🔬🧑‍🔬ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია, ნამდვილი ტრანსფორმაცია კი ოპერაციის შემდგომ, ცხოვრების ახალ ეტაპზე იწყება. ეს ახალი ეტაპი კი სავსეა გამოწვევებით. თუმცა, როცა გვერდით პროფესიონალთა გუნდი გყავს, ყველაფერი ბევრად მარტივია.
🏣 სწორედ ამ მიზნით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბარიატრიულმა ქირურგმა ჯაბა ბაბაევმა და კლინიკის მულტიდისციპლინურმა გუნდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს პაციენტებთან.
👨‍⚕️🧑‍⚕️შეხვედრაზე ექიმებმა, რომლებთანაც პაციენტებს შეხება აქვთ ოპერაციამდე და მის შემდგომ, განიხილეს რეაბილიტაციის, სწორი კვებისა და ცხოვრების ახალ წესთან ადაპტაციის მნიშვნელოვანი საკითხები.