სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ტრენინგები მიმდინარეობს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში უდიდესი ყურადღება ექცევა ინფექციის კონტროლს და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დიდ როლს თამაშობს პაციენტების გამოჯანმრთელებაში.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა სამედიცინო პერსონალისთვის მუდმივი პროფესიული განათლების სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დონის უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევის ძირითადი საშუალებაა, სამედიცინო განათლების შემდგომ მუდმივი პროფესიული განათლება.

სწორედ ამ მიზნით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს დაიწყო სამედიცინო პერსონალის გადამზადების კვირეული, სასწავლო კვირეულის ფარგლებში პერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

• ინფექციის პრევენცია და კონტროლი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში;
• ხელის ჰიგიენა;
• უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა და მასთან დაკავშირებული პროცედურები;
• ნარჩენების მართვა;
• სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია;
• დაწესებულების დასუფთავება და ა.შ.

ტრენინგებს უძღვებიან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი მაია კაშია და საექთნო სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ზეიკიძე.